ოფიციალურად : კაპელო რუსეთის ნაკრების მწვრთნელია

ოფიციალურად : კაპელო რუსეთის ნაკრების მწვრთნელია

14-07-2012, 19:22

რუსეთის ნაკრების კაპიტნის, ანდრეი არშავინის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იტალიელი ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

კაპელოს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. კაპელოსთან წარმატებული მოლაპარაკების შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკიტა სიმონიანმაც ისაუბრა და დაამატა, რომ ახალი მწვრთნელის ვინაობას ოფიციალურად ამ დღეებში გამოაცხადებენ.

" ფაბიომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ის უკვე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი მზადაა საცხოვრებლად და სამუშაოდ რუსეთში გადმობარგდეს, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით მივესალმებით. " - განაცხადა სიმონიანმა.

კაპელოს ხელფასზე ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ინგლისური მედია საშუალებები იუწყებიან, რომ იგი რუსეთის ნაკრებისგან წელიწადში 10 მილიონ ეუროს მიიღებს.

# 133ავტორი: datopagava23
ციტატა: რაულიტო
რუსებს მაინც არაფერი ეშველებათ


აი ნახე რუსეთის ნაკრები რა მაგრად გაიქაჩება =) და მერე გაგახსენებ ჩემ სიტყვებს =)
# 2783ავტორი: Sportnews
რუსებს მაინც არაფერი ეშველებათ

--------------------

# 133ავტორი: datopagava23
მე მეწყინა რო ინგლისიდან წავიდა =( დარჩენილიყო რა ეხლა ინგლისი სუ გაფუჭდება რა =(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით