ლამპარდი დაბრუნდა

ლამპარდი დაბრუნდა

15-07-2012, 16:30

გამოტოვებული ევრო 2012-ის შემდეგ ფრენკ ლამპარდი გუნდთან ერთად ვარჯის მალე შეუდგება. მან ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნის წინააღმდეგ გამართა.

ლამპარდმა ჩელსის ოფიციალურ ტელევიაზიასთან ინტერვიუში განაცხადა რომ ამერიკა შესანიშნავი ადგილია, როგორც ძალების აგსადგენად, ისე მოსამზადებლად: "აქ შესანიშნავი აურაა, მე დასასვენებლადაც და სავარჯიშოთაც მომწონს აშშ. დადიოდა ჭორები, რომ მე შეიძლებოდა ამერიკის რომელიმე გუნდში გადავსულიყავი მაგრამ ეგ ყველაფერი სიცრუეა, მიხარია რომ ამ მოსამზადებელ პერიოდში ჩვენ შევხვდებით კარლო ანჩელოტისა და მის შეგირდებს. მე ჯერ არ ვაპირებ დიდი ფეხბურთიდან წასვლას, რადგან ჩელსისთან კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მინდა".

მოგეხსენებათ ლამპარდმა დაამყარა რეკორდი: მას ყოველ სეზონში გააქ 10-ზე მეტი გოლი, რაც ნახევარმცველისთვის წარმოუდგენლად რთულია, ამიტომაც იგი საუკეთესო ბომბარდირია(ნახევარმცველი)პრემიერ ლიგის ისტორიაში. ვნახოთ თუ შეძლებს ფრენკი ამ შედეგის გაგრძელებას.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით