იუპ ჰაინკესს მარტინესი სურს

ფეხბურთი 16-ივლ, 03:089 guka..kvesitadze 899 1





"მიუნხენის ბაიერნი", სრული შემადგენლობით იტალიაშია, ჩაფრენილებს ჟურნალისტები დახვდნენ, მთავარი აქცენტი იუპ ჰანკესზე კეთდებოდა, მან წინასასეზონო მზადება შეაფასა და საჯაროდ განაცხადა, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ხავი მარტინესის გადმობირების საკითხი.

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ბიჭებმა ორი ტესტმატჩის ჩატარება უკვე მოასწრეს, ვტვირთავდით როგორც ახალწვეულებს, ასევე მეორე გუნდის წევრებს, ორივე გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, ახლა იტალიაში ვართ სადაც მშვენიერი პირობებია მოსამზადებლად, მიხარია რომ პირველი გუნდის წევრები შემოგვიერთდნენ, მალე მათ გერმანიის ნაკრების წევრებიც შეუერთდებიან, თავდასხმაში ორი ახალი ფეხბურთელი გვყავს, ორივე მაღალი კალიბრის მოთამაშეა, გასულ წელს ეს ალტერნატივა არ მქონდა, ამის გამო ხშირად შევფერხდი, ამ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება, ვადასტურებ რომ შენაძენების სიაში კიდევ ერთი ტრანსფერი დარჩა, გათვლას ხავი მარტინესზე ვაკეთებ, მიუხედავად ესპანელების მიერ დასახელებული გრანდიოზული ფასისა (40 მილიონი ევრო) იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ხავის გადმოვიბირებთ, ბიჭის განცხადება სწორხაზოვნად არ უნდა გავიგოთ, მისი დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი ნამდვილად არაა, მართალია ის უნივერსალია მაგრამ მე მარტინესი მხოლოდ საყრდენ ზონაში მჭირდება." - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

iventusi 17-ივლ, 09:39

და რათ უნდა მარკინესი
კომენტარის დატოვება






რეკლამა