ჩარლი ადამს სჯერა, რომ ლივერპულს მეტი შეუძლია

ჩარლი ადამს სჯერა, რომ ლივერპულს მეტი შეუძლია

16-07-2012, 03:55

ჩარლი ადამი ფიქრობს, რომ “ლივერპულს” შეუძლია ითამაშოს უფრო უკეთესად ვიდრე წინა სეზონში და მათთვის 2012-2013 წლის სეზონი უფრო კარგი აღმოჩნდეს, ამაში კი მათ ბრენდან როჯერსის შემტევი ფილოსოფია დაეხმარებათ.

პრემიერლიგის ცხრილში “ლივერპულმა” გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, თუმცა ადამს თუ დავუჯერებთ, ეს გამოსწორდება და ამაში დიდ როლს გუნდში განახლებული ოფტიმიზმი და ლიგაზე თამაშის სურვილი ითამაშებს.

ახალმა მენეჯერმა, ბრენდან როჯერსმა უკვე გააცნო თავისი ფილოსოფია გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებს, გააფორმა ახალი კონტრაქტი ახალგაზრდა ინგლისელ ნახევარმცველთან, ჯონჯო შელვისთან და დაიმატა 21 წლის შემტევი ფეხბურთელი ფაბიო ბორინი.

“წითლები” გაემგზავრებიან ჩრდილოეთ ამერიკაში წინასასეზონო მომზადებისათვის, სადაც ისინი ამხანაგურ მატჩებს გამართავენ ადგილობრივ გუნდებთან.

ადამი ამბობს ინტერვიუში: “ცხრილი არასოდეს არ ტყუის, ჩვენ ალბათ არ გვქონდა საკმარისი ძალა იმისათვის, რომ მე-8 ადგილზე მაღლა დაგვეკავებინა პოზიცია, მაგრამ ეს ახლა მოხდება. ჩვენ გვყავს ახალი მენეჯერი, რომელსაც აქვს ახალი იდეები და გრძნობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ უკეთესად, უფრო და უფრო უკეთესად.”

“რათქმაუნდა, ყველაფერი ერთ ღამეში არ მოხდება ფეხბურთში, თუმცა თუ შენ გაქვს სწორი გზა, გყავს სწორად დაკომპლექტებული გუნდი და მუშაობ მძიმედ, შეუძლებელი არაფერია”.

“შეხედეთ, რა გააკეთა ჩვენმა მწვრთნელმა გასულ სეზონში, “სუონსის” ხელმძღვანელის რანგში. მან ათამაშა გუნდს ძალიან ლამაზი ფეხბურთი და მიიღო სასურველი შედეგი”.

“თუ მან მოახერხა და თავისი იდეები განახორციელა აქ, ისე როგორც “სუონსში”, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებული მენეჯერი გახდება “ლივერპულშიც”.”

# 2783ავტორი: Sportnews
სურათზე ჩარლი ადამი არაა მგონი

--------------------

# 133ავტორი: iventusi
აღარ აკლია wink
# 328ავტორი: Wertil^
ავტორ სურათი გაკლია :)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით