დებუჩი : ნიუკასლი ჩემი პრიორიტეტია

ფეხბურთი 17-ივლ, 14:439 datopagava23 1017 1





საფრანგეთის ნაკრების ნიჭიერმა ფეხბურთელმა, მეთიუ დებუჩიმ აღიარა რომ მისი მთავარი პრიორიტეტი "ნიუკასლია". მან განაცხადა, რომ იგი დიდი სიამოვნებით დატოვებს მის ამჟამინდელ კლუბს "ლილის" და გადავა ინგლისში, კერძოდ "ნიუკასლში".

წინა კვირაში ბევრი სპეკულაცია გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში, რომ ვითომ ამ ფეხბურთელით მილანის "ინტერი" და ლონდონის "ჩელსი" იყო დაინტერესებული. მაგრამ თვით ფეხბურთელმა ამ ფაქტს ესეთი დასკვნა გამოუტანა.

" მხოლო ნიუკასლი მაინტერესებს და სხვა არაფერი " - ასე განუცხადა მან ცნობილ სპორტულ ინტერნეტ მედიას, GOAL.COM - ს.

" ჩემი თავის გამოცდა დიდ კლუბებთან ძალიან მინდა. ჩემი უმთავრესი მიზანია გადავიდე ისეთ კლუბში სადაც ბევრ თავისუფლებას და დიდ სიამოვნებას მივიღებ. სწორედ ასეთი კლუბი ნიუკასლია. მე ამ კლუბში ჩემი თავი უკვე დავინახე და დიდი იმედებით ლილის რამოდენიმე კვირაში დავტოვებ " - განაცხადა დებუჩიმ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Wertil^ 17-ივლ, 15:54

კარგად მოუნდომებია ხო იცი ))
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018