აირჩიეთ გუნდი:

იბრაჰიმოვიჩის პრეს-კონფერენცია



საფრანგეთის "პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ღიად განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში გადასვლით ბედნიერია. გთავაზობთ, ზლატანის პირველ პრეს-კონფერენციას "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ.

"დიდი მადლობა "პსჟ"-ს, მადლობა ლეონარდოს ასეთი თავგანწირული შრომისთვის. ყველაფერი კარგად დასრულდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში გადმოვედი და ახლა აქ ვიმყოფები. ბევრი საუბარი იყო, ამ ტრანსფერზე მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, საითკენაც პროცესი მიდიოდა და ახლა მე თქვენს წინაშე ვარ. ოცნება ამიხდა. ვიცოდი, რომ მედია სივრცესთვის მოსმენა და ლოდინი მომიწევდა სანამ ფინიშამდე მივიდოდით."

"პარის სენთ ჟერმენი - საინტერესო პროექტი, რომლის თანამონაწილეც მინდა რომ ვიყო. მე აქ მოსაგებად მოვედი და იმედი მაქვს, რომ ყველა იმ მიზანს მივაღწევ, რომელიც დასახული მაქვს. რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგების სურვილი მაქვს." - აგრძელებს შვედი

"მილანი" ჩემი და ჩემი ოჯახის გულში ყოველთვის დარჩება. კლუბი დამეხმარა და კლუბსაც დავეხმარე. ყველა თამაშში ჩემი შესაძლებლობების 100% ის გამოვლინებას და წარმოჩენას ვცდილობდი. მე იქ ბედნიერი ვიყავი.მე არ მინდა იტალიაში განვილილი წლები და მომენტები დავივიწყო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მინდა "მილანს" ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. იღბალი იყოს მათი თანმდევი."

"დიახ მე ვთქვი, რომ "მილანთან" არსებული კონტრაქტი ბოლო იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ რამოდენიმე წუთის უკან ოფიციალურად "პსჟ"-ს ფეხბურთელი გავხდი და ახლა არსად წასვლას არ ვაპირებ."

"მილანში" წასვლისკენ არავინ მიბიძგებდა. ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი და გადაწყვეტილება იყო ყოველგვარი ხელშეწყობის და მხარდაჭერის გარეშე. მე მინდა, რომ გავიმარჯვო. მე ვაგრძელებ იმის კეთებას რაც მსიამოვნებს. მე ფეხბურთის თამაშს ვაგრძელებ." - აგრძელებს ზლატანი

"მე მოვედი "პსჟ"-ში და ჩემი სურვილი წარმატების მიღწევაა. მე მინდა გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ჩვენი საუკეთესო გუნდების და ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. "პსჟ"-ს მომავალი ? ადრე თუ გვიან "პსჟ" საუკეთესო გუნდი იქნება მსოფლიოში." - თქვა ზლატანმა

"არ ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ბევრი გუნდია საფრანგეთში, რომელიც კონკურენციას გაუწევს "პსჟ"-ს. ჩემპიონატის მოგება მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ჩემპიონობა გვმართებს. სწორედ ამის გასაკეთებლად მოვედი აქ. მართალია, რომ ბევრი არაფერი ვიცი საფრანგეთის ჩემპიონატის და ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ, მაგრამ ამ ყოველივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა როდი აქვს. მე შევისწავლი მათ თამაშს, მაგრამ მათ უკვე იციან თუ ვინ ვარ მე."

"მოლაპარაკებები ასეთი ნელი ტემპით არ მიმდინარეობდა, როდესაც მე "ბარსაში" გადავედი. იქ პროფესიონალები მუშაობენ. ჩემი მთავარი ამოცანა გამართული ფეხბურთის თამაშია. ყველაფერი უპრობლემოდ დაიწყო და უპრობლემოდ დასრულდა."

"პსჟ"-მ ახალი ეპოქა დაიწყო ფეხბურთში. არამარტო საფრანგეთში ასევე მთელს ევროპაშიც."

"რა ნომრით ვითამაშებ ახალ გუნდში ? ეს ჯერ არ გადამიწყვეტავს. ჰკითხეთ ლეონარდოს მას შეუძლია უფრო ბედნიერი გამხადოს." (იცინის)

"მე ფეხბურთს სიამოვნებით ვთამაშობ. შენ შეგიძლია გახდე ვარსკვლავი, მაშინ როდესაც შენს საქმეს სიამოვნებით და გულით აკეთებ. ამის შემდეგ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ დროის საკითხიღა იქნება. ჩემი აზრით გუნდი იმარჯვებს და არა ფეხბურთელი - ფეხბურთელი გუნდის შემადგენელი ნაწილია."

"მამაჩემი - მუსლუმანია, ჩემი - კათოლიკოსი. მე მყავს დები და ძმები. ჩვენ ყველანი სხვაგვარად და სხვა სიტუაციაში გავიზარდეთ. მე ჩემი ცხოვრების წესი და გზა მაქვს. რელიგია ხელს არ მიშლის. ფეხბურთელი ყველა რელიგიის წარმომადგენელს მიესალმება. ეს არის ჩვენი საერთო რელიგია (აპლოდისმენტები)."

"იტალიის ჩემპიონატი პრესტიჟს დაკარგავს ჩემი და ტიაგო სილვას არ ყოფნით, მაგრამ უფრო პოპულარული გახდება საფრანგეთის ჩემპიონატი."

"მე მიყვარს საომარი მოქმედებები და ამიტომ მამაჩემი ასეთი ჟანრის კინოებს მაჩვენებდა ხოლმე ბავშობაში. ფეხბურთში ეს უფრო კარგად გამომდის და ამიტომ ავირჩიე ეს სავალი ბილიკი. მე არ ვარ საკმარისად აგრესიული პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში."

წყარო: http://fanacmilan.com/news/press_konferencija_ibragimovicha/2012-07-18-40776  

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: datopagava23  

ციტატა: Wertil^
გოგა იძახის მთლიანად ლინკი მიაწერეო :)

აა გოგა თუ იძახის მაშინ მიაწერეთ =) =)

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: Wertil^  

datopagava23,
გოგა იძახის მთლიანად ლინკი მიაწერეო :)

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: datopagava23  

გუკა წყარში მთლიანად ლინკს ნუ აწერ უბრალოდ საიტი მიაწერე და მოღცა =) ეგეც ეყოფა

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: guka..kvesitadze  

იმენა პსჟ გამაგიჟებს რა wink ესენი ფლეი ოფში უნდა მოხვდნენ აუცილებლად ისეთი კამანდა ყავთ რო ვერ მოხვდნენ lol
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.