აირჩიეთ გუნდი:

სტივენსი : გლადბახს ბუნდესლიგის მოგება შეუძლია



"შალკეს" მთავარმა და გამოცდილმა სპეციალისტმა, ჰუბ სტევენსმა განაცხადა რომ ბორუსია "მ'გლადბახს" ბუნდესლიგის ტიტულის მოგება შეუძლია. მან განაცხადა, რომ გლადბახს წელს ძალიან ძლიერი თავდასხმის ხაზი ყავს, რამაც შეიძლება მეტოქეს უდიდესი ზიანი მიაყენოს.

შეგახსენებთ, რომ "გლადბახელების" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრემ განაცხადა რომ წელს ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო 3 კლუბში მაინც მოხვდნენ.

" გლადბახი წელს ძალიან შეიცვალა, მიუხედავად მარკო როისის დორტმუნდში გაშვებისა. ამ კლუბმა ბევრი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა, კერძოდ კი მათ ძალიან კარგი თავდასხმის ხაზის დაყენება მოახერხეს. ვფიქრობ, რომ ეს კლუბი წლევანდელი ბუნდესლიგის სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ. " - განაცხადა შალკეს მთავარმა მწვრთნელმა, ჰუბ სტივენსიმ.

" ჩვენ ძალიან გვეწყინა, რომ კლუბიდან მარკო როისი წავიდა. ეს ფეხბურთელი დიდი ნიჭის მფოლობელია და ეს ჩვენც არაერთხელ დაგვიმტკიცა. ჩვენ წელს ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, მაგალითად ლუკ დე იონგი რომელსაც უდიდესი ნიჭი გააჩნია. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო 3 გუნდში მაინც შევიდეთ, ან თუნდაც ბუნდესლიგის ტიტული დავისაკუთროთ " - განაცხადა გლადბახის მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრემ.

წყარო: Goal.com  

5

628

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: Alex_Song  

დორტმუნდი გახდება ისეევე

ჩემი მსოფლიო შემადგენლობა:კასილასი,ალვეში,პიკე,რამოსი,მარსელო,ხაბი ალონსო, სერხიო ბუსკვერცხი, ანდრეს ინიესტა,კრისტიანო რონალდო,ლიონელ მესსი, სერხიო აგერო

სათადარიგო: პიტერ ჩეხი,პაბლო საბალეტა,ვინსენტ კოპანყ, პეპე, ჯორდი ალბა, ჯონ ობი მიქელი, ალექს სონგი,ლუკა მოდრიჩი,ნეიმარი,უეინ რუნი და რობინ ვან პერსი


”ხოსეპ გვარდიოლა - ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, რომლის მოგებაც მე შემრცხვებოდა.”

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: Wertil^  

დორტმუნდი მოიგებს ))

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: FCB  

ბორუსიამ აიღო რა გერმანია :D

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Sportnews  

ისევ დორტმუნდი მოიგებს, თან მარკო როისიც ხო დაიმატა წელს

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: FCBM  

ლიგაზე რას იზამთ ეხლა ეგაა ჩემთვის საინტერესო. იმედია დორტმუნდიც, ესეც, შალკეც წარმატებით იასპარეზებენ ლიგაზე. ბაიერნი თავისთავად
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.