ლამი და შვაინშტაიგერი შეკრებაზე არ წავლენ

ლამი და შვაინშტაიგერი შეკრებაზე არ წავლენ

21-07-2012, 16:10

ასეთი სახის გადაწყვეტილება მიიღო "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, რომლის ციტირებაც "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერი ჩინეთში დაგეგმილ შეკრებაზე სხვადასხვა სახის ტრავმიანობის გამო გამოტოვებს. 27 წლის ნახევარმცველმა პირველი ტრავმა თებერვალში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრისას მიიღო, როდესაც "ნაპოლისთან" მატჩში ლავიწის ძვალი გაიტეხა. ევროპის ჩემპიონატზე კი მარჯვენა ფეხის ტერფის დაზიანებაც აღენიშნებოდა.

რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, ფილიპ ლამს, ჰაინკესმა მისი მიუნხენში დატოვება ფეხბურთელის გადაღლილი გრაფიკით ახსნა და მას შვებულების ვადები გაუზარდა. 28 წლის მცველმა უკანასკნელი რამოდენიმე სეზონი პრაქტიკულად შეუსვენებლად ჩაატარა.

კვირას, 27 ივლისს ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით ეტაპამდე ითამაშეს, ზაბენერ შტრასეს სრული შემადგენლობით უბრუნდებიან. იმ დღესვე ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და აზიაში დაგეგმილ ტურნეზე გაემართებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დაგეგმილ შეკრებაზე მიუნხენელები "ვოლფსბურგსა" და ერთ-ერთ ადგილობრივ გუნდს ამხანაგურ შეხედრაში დაუპირისპირდებიან.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 76ავტორი: guka..kvesitadze
3-2 რო წააგეს ნაპოლისთან იყვნენ?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით