ლიონელ მესი:"ველი ჩემსავე ახალ ვერსიას"

ფეხბურთი 21-ივლ, 17:329 guka..kvesitadze 1206 3






მესიმ ტიტო ვილანოვასთან ერთად წამოიწყო ესტაფეტა და სამშაბათს ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ წინა "ლალიგა" უკვე წარსულს ჩაბარდა და მათთვის ყველაფერი ნულიდან იწყება.

"ბარსა" მალე დაიწყებს 2012/13 წლების სეზონს და ისინი უამრავი ტიტულის მოპოვებას გვპირდებიან.

"გვსურს ყველაფრის მოგება. ეს ჩვენი მიზანია. ვიცი ეს ძნელია, მაგრამ მარცხი ნახევარფინალში "ჩელსისთან", არგატანილი პენალტი ლონდონელების კარში, მე მხოლოდ მონდომებას მმატებს. ასევე იყო მარცხი "რეალთან" პრიმერაში "კამპ ნოუზე". განაცხადა მესიმ.

რაც შეეხება თავის პროგრესს თამაშში, არგენტინელმა განაცხადა, რომ სურს ყოველ წელს გაძლიერება:"ვფიქრობ, რომ ამ სეზონში არ მექნება არანაირი ტრავმა და 100%-ით შევძლებ დავეხმარო გუნდს. ვცდილობ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი, მეტი მივცე გუნდს და გავიტანო უამრავი გოლი. მსურს მჯეროდეს, რომ მე კვლავ ვვარსებობ და მაქვს გზა, რომლისკენაც მივისწრაფი. უმთავრესი მიზანი კი ტიტულების მოგებაა, თან რაც შეიძლება მეტის. მე თვითონ მოველი ჩემი თავისაგან ახალ ვერსიას."

ლეოს ჯერ არ ჰქონია ესეთი დიდი დასვენება ზაფხულში და ის დიდი სიხარულით შეუერთდა გუნდს. "ერთი სული მქონდა როდის დავურბუნდებოდი ვარჯიშებს. ამხელა დასვენება ჯერ არ მქონია და სავსე ვარ ენერგიით. მიყვარს ვარჯიში, თამაში და სუმოუთქმელად ველი სეზონის გახსნას."

მესიმ ასევე ისაუბრა ახალ მწვრთნელზე ტიტო ვილანოვაზე:"ვილანოვა ძალიან დამეხმარა პატარაობაში. იგი ხელს მიწყობდა ჩემს განვითარებაში. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც ის იქნებოდა ჩემი მწვრთნელი."

"ტიტო, გუარდიოლას მსგავსად გვამზადებს სეზონისათვის. თითქმის არანაირი განსხვავება, ეს კარგიცაა. ყველამ იცის თავისი საქმე და ხშირად ეს კარგად გამოსდით"

მესის არ სურდა საუბარი ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ამიტომ მან შეაქო მისი პარტნიორი დავიდ ვილია.

"ესეთი თავდამსხმელების მქონე გუნდს, ნამდვილად არ სჭირდება ახალი შემტევის შეძენა. ვილიას დაბრუნება კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დაბრუნება გვახარებს, ის ძალიან კარგ ფორმაშია და ყველას სურს იხილოს ის ვილია, რომელიც იყო ტრავმამდე. ჩვენ ძალიან გვაკლდა მისი დახმარება წელს"

მესი ასევე მოხარულია, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ხავიერ მასკერანო მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს კლუბთან. "მასკერანო გახდა ჩვენთვის ფენომენალური ფიგურა. ის დააყენეს ცენტრში და არ ყოფილა არც ერთი ჩაგდებული მატჩი. მისი მნიშვნელობა იხსნება მისივე დიდი გამოცდილებით და პიროვნებით. მსურს მან კიდევ გახანგრძლივოს კონტრაქტი და იყოს ჩვენთან მრავალი წლის მანძილზე" განაცხადა არგენტინელმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

kristiano 07-სექ, 20:02

ოქროს ბურთი რონალდოსიაა ამას წყალი არ გაუა

Wertil^ 22-ივლ, 00:23

ოქროს ბურთს წელს რონალდუ აიღებს.:)

guka..kvesitadze 21-ივლ, 17:43

იმედია წელს ოქროდს ბურთს ვერ მოიგებს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018