რეალმა მილანი უარით გაისტუმრა

რეალმა მილანი უარით გაისტუმრა

22-07-2012, 00:49

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა "მილანმა" "სამეფო კლუბს" ოფიციალური წინადადებით მიმართა. "როსონერის" სერხიო რამოსის გადაბირება სურდა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუმცა მადრიდის "რეალმა" "მილანი" უარით გაისტუმრა. თუმცა იტალიური პრესა იტყობინება, რომ სილვიო ბერლუსკონი მზადაა "რეალს" უკეთესი წინადადებით მიმართოს.

თუმცა როგორც ჩანს "რეალში" სერხიო რამოსი ძირფესვიანად არის დამკვიდრებული. ესპანური პრესა წერს, რომ ჟოზე მაურინიო არ აპირებს ესპანელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას, არანაირ თანხად. პორტუგალიელი ტაქტიკოსისთვის სერხიო "სამეფო კლუბის" დაცვის ბურჯია, უშეცდომო და სტაბილური მცველი და სწორედ ამიტომ, არ სურს ევროპის 2 - გზის ჩემპიონმა კლუბი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "პსჟ"ში გაყიდა და გუნდი მათ შემცვლელებს ეძებს. როგორც ჩანს ბერლუსკონი და ალეგრი თვლიან, რომ რამოსი სილვას ღირსეული შემცვლელი იქნებოდა.

# 872ავტორი: Richie
iventusi_rati,
ვერც მე
# 574ავტორი: iventusi_rati
ეს სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია.
# 328ავტორი: Wertil^
რაულიტო,
აბა რა ტო შანსი არაა ამან რეალი, რო დატოვოს .
# 2783ავტორი: Sportnews
შანსი არაა, რამორისი რეალს არანაირ ფასად არ დატოვებს, შეიძლება დატოვოს გუნდი უკვე 35 წლის ასაკში, მაგრამ ამ ასაკში გამორიცხულია, რამოსი რეალის ლეგენდაა

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით