მარადონა ამბობს, რომ მესი პირველია

მარადონა ამბობს, რომ მესი პირველია

22-07-2012, 22:05

სრულიად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა აცხადებს, რომ ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია. იგი თვლის, რომ პორტუგალიელის მაქსიმუმი მხოლოდ მეორე ადგილი შეიძლება იყოს.

"მესი საუკეთესო ფეხბურთელია. კრიშტიანო მისი დონის ვერასდროს გახდება. გასაგებია, რომ რონალდუს გააჩნია ძლიერი დარტყმა, შეუძლია კარგად შეასრულოს ჯარიმები და პენლები, თუმცა ლიონელს არ სჭირდება პორტუგალიელის დარტყმა, მისი დრიბლინგი თავბრუდამხვევია ყველა მცველისა და ნახევარმცველისთვის" ამბობს მარადონა.

"მოდით სიმართლე ვთქვათ, კრიშტიანო რონალდუს შეუძლია იყოს მეორე ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში. პირველი ადგილი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ლეო მესის ექნება დაკავებული" თქვა დიეგომ.

"მე არ მომწონს, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს ვადარებ სხვას. თუმცა როდესაც გადარებენ მესის, ესეიგი ხარ მაღალი დონის ფეხბურთელი." აცხადებს დიეგო მარადონა.


შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ამ სეზონზე 73 გოლის გატანა მოახერხა და 29 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

# 328ავტორი: Wertil^
ეხლა ლიგაზე ბაიერნი გახდება ჩემპიონი და საუკეთესო რობენი იქნება რო დაიწყება ლიგა :)
# 574ავტორი: iventusi_rati
მიდი მიაწექი სიმართლეს ამბობ.
რაულიტო, და რეალმა ტიტულები მოიგო.
# 872ავტორი: Richie
რაულიტო,
რეალი ახალ სეზონში ლიგისთვის იბრძოლებს ყველაზე მეტად, მაგრამ არამგონია მოიგოს no
# 2783ავტორი: Sportnews
მთავარია რეალმა და რონალდუმ მოიგოს ტიტულები და მესიმ თუ უნდა სეზონში 100 გოლი გაიტანოს და სულ ოქროს ბურთი მისცენ კოველ წელს, არაა პრობლემა ეგ

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით