ვან დერ ვაარტი: მოდრიჩს ველაპარაკე.

ვან დერ ვაარტი: მოდრიჩს ველაპარაკე.

23-07-2012, 15:59

"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა თავის თანაგუნდელზე ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა. ახალგაზრდა ნახევარმცველი ფიქრობს, რომ მოდრიჩის მომავალი 3-4 დღეში გაირკვევა.

"გუნდთან ერთად ვარჯიშის შემდეგ მე ლუკასთან სახლში მივედი და ვესაუბრე. მე მას ვუთხარი თუ რას განვიცდიდი მაშინ, როცა "ჰამბურგიდან" "რეალში" გადავედი" ამბობს რაფაელი.

"მწვრთნელი მოდრიჩზე გაბრაზებულია, თუმცა ლუკა თავის გზას თვითონ აირჩევს. ვფიქრობ, რომ მისი მომავალი 3-4 დღეში გადაწყდება."

" რეალი არაჩვეულებრივი გუნდია. მე არ შემიძლია ეს გუნდი სხვას შევადარო რადგან იგი ყველაზე დიდი კლუბია მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ "რეალში" თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა. მოდრიჩიც ამ რიცხვს მიეკუთვნება" განაცხადა რაფაელ ვან დერ ვაარტმა.

# 328ავტორი: Wertil^
RichIe_blacKburen,
ეგ ცვეტშია :D
# 872ავტორი: Richie
iventusi_rati,
ნუ ეხლა მესის და ჩავიესტას არც მოუნდება არასდროს wink
# 574ავტორი: iventusi_rati
ეჰ მესის არ უნდა და ვენაცვალე სულში.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით