ბარსა სანჩესს არ გაყიდის

ბარსა სანჩესს არ გაყიდის

24-07-2012, 14:43

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "მილანი" ალექსის სანჩესის გადაბირებას ცდილობდა. აქ გასაკვირი არაფერია, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩის "პსჟ"ში წასვლის შემდეგ გუნდს ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება.

დღეს "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გუნდისთვის ალექსისი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მის გაყიდვას არ აპირებს.

ასევე ექსპერტების დასკვნებიდან გამომდინარე, რეპორტიორები ფიქრობენ, რომ თუ "როსონერი" ფორვარდს იყიდის, (ამ შემთხვევაში სანჩესს) მაშინ მასიმილიანო ალეგრი რობინიოს გაყიდის. თუმცა ესეც არაოფიციალური ინფორმაციაა.

ალექსისი "ბარსაში" გასულ სეზონზე გადავიდა, მან ამ სეზონზე 41 მატჩი ითამაშა 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

# 2783ავტორი: Sportnews
ბარსელონა ამას არ გაყიდის, მართლა სჭირდებათ

--------------------

# 328ავტორი: Wertil^
ბარსელონას სჭირდება სანჩესი, ჩემი აზრით არ უნდა გაუშვან ეს ბიჭი.
# 574ავტორი: iventusi_rati
რატო უნდა გაყიდოს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით