აირჩიეთ გუნდი:

რატომ არ იქნება ზესტაფონი–ნეფთჩის ტელერეპორტაჟი



სამწუხაროდ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონი”-”ნეფთჩის” განმეორებითი მატჩის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია არ განხორციელდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი აპირებდა შეხვედრის ტრანსლირებას, თუმცა იმერული კლუბის გარკვეული მოთხოვნის გამო ეს ვერ მოხერხდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გვამცნობს, რომ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ გარკვეული თანხა მოითხოვა აზერბაიჯანის მხარისგან, რაზედაც უარი მიიღეს (იხ. – “ზესტაფონი” “ნეფთჩისთან” მატჩის ტრანსლირებისთვის 100 ათას ევროს ითხოვს). შესაბამისად მოითხოვეს, რომ აზერბაიჯანში ამ მატჩის ნახვის შესაძლებლობა არავის ჰქონოდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იმერული კლუბის ხელმძღვანელობას შესთავაზა კოდირებული სიგნალი, მაგრამ “ზესტაფონმა” მოითხოვა დამატებითი გარანტიები, რომ ამ კოდირებულ სიგნალსაც ვერავინ გახსნიდა. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ამის მონიტორინგი ცოტა წარმოუდგენელია. აი, ეს არის ის მიზეზი, რატომაც არ ხერხდება მატჩის ჩვენება!!!

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7 ლარს შეადგენს. შეხვედრას არტიომ კუჩინის თავკაცობით ყაზახ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

წყარო: fanebi.com  

6

1079

{awards}

{awards-link}

#6

ავტორი: M_X_E_C_I  

zchankvetadze,
ცენზურა ! ვერსად ვერ ნახავ ტელევიზიაში ბრატ.

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: zchankvetadze  

რა მაიმუნობაა, თავი რამე გონიათ მაგ სირებს.ვისაც ნახვა უნდა, შედით http://livetv.ru-ზე და იქ მოძებნით

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: CESC FABREGAS  

არც ინტერნეტში იქნება სადმე ტუ იქნება მომწერეტ რა გთხოვთთთთ :((((((

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: M_X_E_C_I  

ADDIDAS,
სპ ბრატ ):

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

აუ ტეხავს.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: ADDIDAS  

სგ კაი სტატიაა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.