აირჩიეთ გუნდი:

ზიდენინ ზიდანი



ბავშვობა

ზიდენინ იაზად ზიდანი (მეტსახელად "ზიზუ") დაიბადა1972 წლის 23 ივნის ფრანგულ ქალაქ მარსელში.ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა – ალჯირის მკვიდრები იყვნენ. ზიდანის გარდა ოჯახში კიდევ 4 ბავშვი იყო : და ლილა ,ძმები ნურიედი,ფარედი და ჯამილი.
14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ 17ის არიყო შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა “ბოჯუარის” სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისთვის ზიდანს 800 ფრანკი ქონდა ხელფასის სახით.იგი გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა,პრაქტიკულად მას ყველა საჭირო პირობა ქონდა.ზიდანი სწავლითაც არ იკლავდა თავს,სკოლის დამთავრების შემდეგ ეგრევე ეზოში გარბოდა ფეხბურთის სათამაშოდ.

იუვენტუსი

1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში. თავიდან მას გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ის გუნდის დირიჟორი და შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.
როდესაც დიდიე დეშამს შეეკითხეს თუ რა მისცა იტალიამ ზიდანს,მან უპასუხა : “ის საბოლოოთ გამელოტდა _ იცინის დეშამი ხოლო სერიოზულად მან ძალიან მოუმატა ტაქტიკური მხარით და ფსიქოლოგიურითაც, ადრე უფრო მორცხვი იყო,ახლაკი თავის თავში დარწმუნებული. რაც შეეხება თამაშს, აქ ზიდანს დაკისრებული აქვს შეტევის დაწყება და როცა მას თამაში წაუვა, მაშინ იუვეს შეჩერება პრაკტიკულად შეუძლებელია. ძლიერმა ფეხბურთელმა თავისი თავი რთულ მომენტებში უნდა გამოავლინოს, ზიდანმა ეს შეძლო.”

მადრიდის რეალი

2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე.მ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური.ეს ტრანსფერი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულია,"რეალმა" "ტურინელებს" 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა ფრანგის სანაცვლოდ.
ზიდანის გადასვლის შემდე რეალის მაისური ისეთმა ლეგენდებმაა მოირგეს, როგორებიც არიან, ლუიშ ფიგუ, რონალდო, დევიდ ბექჰემი….. რეალის აბონენტების საყიდლად უსასრულო რიგები შეიქმნა, პუბლიკა საოცარ თამაშებს ელოდა, სადაც ყველა ეს ვარსკლავი მიიღებდა მონაწილეობას.

ნაკრები

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო, ალბათ ყველას ემახსოვრება თუ როგორ მოიგო მარტოდ მარტომ ზიდანმა იმ დროისათვის უპირობო ფავორიტს ბრაზილიის ნაკრებს. საფრანგეთი ზიდანის შესანიშნავი თამაშით ფინალს უწია, სადაც მას იტალიის ნაკრები შეხვდა. ფინალში ზიდანი შესანიშნავად თამაშობდა, გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ მარკო მატერაცისთან შეკამათება მოუხდა და თავი დაატრყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. ეს ბოლო თამაში იყო ზინედის ზიდანის კარიერაში. საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.
ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა….. წავიდა თავ აწეული და წავიდა როგორც ფეხბურთის გენია, ის სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ევროპის, ასეთივე შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს აქვს.


ზიდენინ ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც ფეხბურთის ლეგენდა...

წყარო: ka.wikipedia.org  

3

843

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: iventusi_rati  

ADDIDAS,იმსახურებს მარა კიდე რამდენი ლეგენდაა. რომელიც იმსახურებს

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: ADDIDAS  

არა მარა ..არ იმსახურებს ?? :)

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

შენ გეტყობა ზინედინზიდანი გევასება.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.