აირჩიეთ გუნდი:

პატო მილანში ბედნიერია



"მილანისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ალეშანდრე პატომ მის მომავალზე და ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოედანზე დაბრუნება და თამაში გასულ სეზონში მიღებული სერიოზული და გამანადგურებლად მძიმე ტრავმის შემდეგ. მე ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი. მე მქონდა პრობლემები, მაგრამ ეს ბარიერები გადავლახე და ახლა მზად ვარ ვითამაშო. მე კარგი ურთიერთობა მაქვს, ნეიმართან რომელიც დიდი ტალანტის მატარებელია. მიხარია რომ მე და ნეიმარი გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარებით."

ამ ინტერვიუში, ალეშანდრემ კიდევ ერთხელ უარყო მის შესაძლო "მილანიდან" წასვლაზე აგორებული ჭორები.

"როდესაც მე 17 წლის ვიყავი ნამდვილად მსურდა ევროპაში თამაში და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება ბრაზილიის ფარგლებს გარეთ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კლუბი "მილანია". 9 ნომრის აღებისას ჩემი არჩევანი შემთხვევითი არ იყო. როდესაც მე "მილანში" მოვედი 9 ნომერი დაკავებული იყო და ამის გამო 7 ნომერი ავიღე, მაგრამ მას შემდეგ რაც გუნდი ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ფილიპო ინძაგიმ დატოვა აღნიშნული ნომერი განთავისუფლდა და მეც ავიღე. ამ ნომერს ერთ დროს ვან ბასტენი ატარებდა : იმედი და დიდი სურვილი მაქვს, რომ მის კვალს გავუყვები და როგორც "მილანში" ასევე ნაკრებშიც ბევრ გოლს გავიტან. ბევრ ადამიანს უნდოდა, რომ ბრაზილიაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მე მინდა იმ ადამიანთა კატეგორიას ვუთხრა ვინც ასე ფიქრობდა, რომ ჯერ ძალიან ადრეა ამის გაკეთება. არავინ იცის მომავალში რა მოხდება, მაგრამ მე "მილანში" თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ."

წყარო: http://fanacmilan.com/news/pato_9_yj_nomer_prednaznachen_mne_sudboj_ja_ne_znaju_budushhego_no_ja_rad_igrat_za_milan/2012-07-31-41225  
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.