აირჩიეთ გუნდი:

ტიაგო სილვას ინტერვიუ



ტიაგო სილვამ La Gazzetta dello Sport-ს მისცა ინტერვიუ, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას "მილანში" დარჩენა უნდოდა. როგორც იცით, კლუბმა ის რამდენიმე კვირის წინ "პსჟ"-ს 42 მილიონ ევროდ მიყიდა.

"მე ყველას გარკვევით ვუთხარი, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე "მილანში" დარჩენა მსურდა. ლეონარდო და გალიანი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ამის შემდეგ მხარი ტიფოზებმა დამიჭირეს და ბერლუსკონიმ არ გამყიდა. კონტრაქტი გავახანგრძლივე და ბედნიერი ვიყავი.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ლეონარდომ დამირეკა და მითხრა, რომ მოლაპარაკებები განახლდა და ჩემი ყიდვა სურდა. მე დავიბენი და როცა ამბროზინი დამიკავშირდა, ვუთხარი, რომ არ ვიცოდი ჩემ გარშემო რა ხდებოდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ "მილანს" ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა და მალე წასვლა მომიწევდა. რომ არა "როსონერის" ფინანსური პრობლემები, მე დავრჩებოდი.

მე არაფერ შუაში ვარ, მილანი ჩემი სახლი იყო. მაგრამ კლუბმა დიდი მოგება ნახა. მათ მე 10 მილიონ ევროდ მიყიდეს და 42 მილიონად გამყიდეს. "მილანიდან" ყველა მენატრება და ამას გულახდილად ვამბობ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ იქაურობის ნოსტალგია საფრანგეთში გამომყვება.

ძნელია იმის ახსნა, თუ რას ვგრძნობ, რადგან ბევრ "მილანელ" მეგობარს გამოვემშვიდობე. ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი უბრალოდ მიჭირს. მე იტალიაში დიდი გამოცდილება მივიღე. იტალიური ფეხბურთი მაინც წარმატებული იქნება. ის ფართოვდება და თავის ადგილს იმკვიდრებს".

წყარო: http://www.rossoneriblog.com/2012/07/31/t-silva-i-wanted-to-stay-im-no-mercenary/  

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: zura-milan  

ტიაგოოო love
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.