აირჩიეთ გუნდი:

მაურინიო : შაჰინს შეუძლია არსენალში გადავიდეს



გუშინ გამცნეთ იმის შესახებ, რომ ლონდონის ''არსენალს'' მადრიდის ''რეალიდან'' თურქი უნიჭიერესი ნახევარმცველის ნური შაჰინის იჯარით აყვანა სურს, მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი თქვა, ამის არანაირი წინააღმდეგი არ ვარო.

რას უნდა ნიშნავდეს ეს? ზუსტად ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ არსენ ვენგერი ახალგაზრდული გუნდის შენებას განაგრძობს და სწორედ შაჰინისნაირი ტალანტები სჭირდება გუნდში.

მოურინიომ კი ''ლოს ანჯელეს გალაქსისთან'' (5:1 რეალელთა სასარგებლოდ) ამხანაგური მატჩის შემდეგ თქვა, რომ 23 წლის თურქისთვის უმჯობესია, თუ კლუბს ცოტა ხნით მაინც დატოვებსო.

''განსაკუთრებულმა'' თქვა: ''ის საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭია და რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში სურს თამაში, თუმცა ხაბი ალონსო, სამი ხედირა, ლასანა დაიარა და მესუთ იოზილი მას ამის საშუალებას არ აძლევენ.

ჩვენ არ ვართ ადვილი კლუბი, რადგან ყოველთვის ბევრს ვმუშაობთ და გვყავს ძალიან მაგარი ფეხბურთელები. ასე რომ, თუ თავიდანვე არ დაიწყე კარგად თამაში, მერე უკვე გიძნელდება ადგილის დამკვიდრება''.

ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, შაჰინის თავისთან ხილვა ასევე სურს მეორე ლონდონურ კლუბ ''ტოტენჰემ ჰოთსპურს'', რომელსაც დიდი შანსია, ლუკა მოდრიჩი გაექცეთ ''რეალში''.

შეგახსენებთ, რომ ''არსენალმა'' ლუკაშ პოდოლსკისა და ოლივიე ჟირუს ტრანსფერებს, კიდევ ერთი შენაძენი დაუმატა — ''მალაგადან'' 27 წლის ფლეიმეიქერი სანტი კასორლა გადაიბირეს, რომელიც ''მეთოფეებს'' 20 მილიონი ევრო დაუჯდათ.

წყარო: Goal.com  

1

460

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

კი კი ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ასბა ბიჯო მარ
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.