ოფიციალურად : დიეგო ვოლფსბურგში რჩება

ოფიციალურად : დიეგო ვოლფსბურგში რჩება

4-08-2012, 22:36

''ვოლფსბურგის'' მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა განაცხადა, რომ მათი ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო არსადაც არ მიდის და ''მგლებში'' რჩება. შეგახსენებთ, რომ დიეგომ გასული სეზონი იჯარის წესით მადრიდის ''ატლეტიკოში'' გაატარა,

რომლის შემადგენლობაშიც ევროპის ლიგა მოიგო და დიეგო ესპანეთში დარჩენაზე უარზე არ იყო, თუმცა სამხრეთამერიკელს ''ვოლფებში'' მოუწია დაბრუნება.

მაგათი ''ვოლფსბურგერ ალემანიე ცაითუნგისთვის'' მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ''ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მე და დიეგოს შორის კარგი ურთიერთობა აშკარად არ სუფევდა, თუმცა ეს უკვე წარსულის კუთვნილებაა და ახლა ყველაფერი კარგადაა.

ჩვენს კლუბში ნებისმიერი სახის შეცდომა იპატიება და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ. დიეგო კი ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდისთვის სრულიად ღირსეული მოთამაშეა. მასთან ერთად ჩვენი შანსები, დავიკავოთ ბუნდესლიგაში მაღალი პოზიციები, ორმაგად გაიზარდა.

ის აუცილებლად ჩვენთან დარჩება და თანაც, ათ ნომერს მიიღებს. მე ყველა ''ვოლფსბურგის'' ფანს ვთხოვ, რომ მას მეორე შანსი მისცეთ — დამიჯერეთ, აუცილებლად შეიყვარებთ დიეგოს''.

# 574ავტორი: iventusi_rati
საშვალო დონის ფეხბურთელია.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით