აირჩიეთ გუნდი:

ვიდიჩი : მანჩესტერი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს



გასულ სეზონში ტრავმებით დატანჯული ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მომავალ სეზონში წარმატების მიღწევა ძალუძს.

სერბი უკანახაზელი ამბობს: ''რასაკვირველია, ძალიან ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ჩემპიონობის ტიტულს პრემიერლიგის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით კარგავ.

ამ ზაფხულს ჩვენთან კაგავა და პაუელი (ცნობილი და ლეგენდარული როკ-ჯგუფის ''რეინბოუს'' ყოვილი სოლისტის გვარი — ავტ.) მოვიდნენ, რომლებიც მაღალი დონის მოთამაშეებად მიიჩნევიან. ჩვენთნ უმეტესობა ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუძლია, გასული სეზონი აქტივში შეიტანოს და თუ სადმე შეცდნენ, ახლა ამ შეცდომებზე ნასწავლი აქვთ უკვე.

ძალიან მეწყინა ის, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშება ასე მაგრად ჩავაფლავეთ, რადგან ბოლო წლებში უამრავი მიღწევა გვქონდა და ახლა ამ ჩავარდნამ გადაჯოკრა. ასეთი რამის მომავალ სეზონში გამეორება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

ამდენხნიანი ტრავმის შემდეგ, მოედანს დავუბრუნდი და მაშინ მივხვდი, თუ როგორ მოვიწყინე ფეხბურთით. შევეცდები, რომ მუდამ კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებოდე''.

წყარო: Goal.com  

0

436
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.