მანძუკიჩმა შანსი მიიღო, გომესი დაიმტვრა !!

ფეხბურთი 09-აგვ, 00:239 datopagava23 859 3





მიუნხენის ''ბაიერნის'' ხელმძღვანელებმა გასული სეზონის პრობლემები გაითვალისწინეს და ახალი სეზონისთვის ორი მაღალი კლასის თავდამსხმელი გადაიბირეს - ლაპარაკია მარიო მანჯუკიჩსა (ვოლფსბურგიდან) და კლაუდიო პიზაროზე (ვერდერიდან), რომელთა სახით, მარიო გომესს გვერდით ორი სერიოზული კონკურენტი მიუყენეს.

შესაბამისად, თამამად ვამბობდით, რომ რეკორდმაისტერის წინა ხაზი იდეალურადაა დაკომპლექტებული, მაგრამ...

გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, "ბაიერნს" სამიდან ორი ცენტრფორვარდი დამტვრეული ჰყავს: 27 წლის გომესი და 33 წლის პიზარო ლაზარეთში აღმოჩნდნენ და ახლა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის განკარგულებაში მხოლოდ მანჯუკიჩიღაა შერჩენილი.

გომესს მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და გარკვეულია, რომ მიუნხენური გრანდს დაახლოებით ერთი თვე ვეღარ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის პირველი ტურები მის გარეშე ჩაივლის.

ჰაინკესი აცხადებს: ''ყველანი ძალიან დამწუხრებულნი ვართ მარიოს ტრავმის გამო. კიდევ კარგი, რომ სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურეთ და ალტერნატივები არსებობს''. თუმცა მრავლობითი ფორმა აშკარად გადამეტებულია, რადგან პიზაროც დაშავებულია.

მართალია, პერუელს ოპერაცია არ გაუკეთებია, მაგრამ გამოჯანმრთელება რომც მოასწროს, სეზონის სტარტამდე მინიმუმ ფორმის აღდგენას უნდა გარკვეული დრო. შესაბამისად, სეზონის დასაწყისში ჰაინკესის იმედი თავდასხმაში მხოლოდ 26 წლის მანჯუკიჩია — ხორვატი ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანა ნამდვილად ეხერხება.

ბავარიელები კვირას გერმანიის სუპერთასისთვის მოქმედ ჩემპიონ და თასის მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" შეებრძოლებიან — "ბაიერნს" "დორტმუნდთან" ზედიზედ ხუთი (!) მატჩი აქვს წაგებული და მიუნხენში ამ მეტად უსიამოვნო სერიის შეწყვეტის იმედი აქვთ. "ბორუსიას" კარის დალაშქვრა კი სწორედ მანჯუკიჩს დაევალება...



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

iventusi_rati 09-აგვ, 19:06

datopagava23,რატო განაწყენდი მე სიმართლეს ვამბობ. გომესაც და მანჯუკიჩსაც ვუჩინიცი და ვიდალი ჯობია.

datopagava23 09-აგვ, 17:41

ციტატა: iventusi_rati
ერთ დებილს ჩანაცვლებს მეორე დებილი.

ერთი იუვენტუსის ფანო შემახსენე გომესის ან მანძუკიჩის ნაირი ვინ გყავთ ახლა იუვენტუსში ?? თავდასხმაში ოღონდ :დ დელ პიერო ხო ?? :დ

iventusi_rati 09-აგვ, 16:07

ერთ დებილს ჩანაცვლებს მეორე დებილი.
კომენტარის დატოვება






რეკლამა