Image

როისი : როსიცკის უნდა მივბაძო !

ფეხბურთი 09-აგვ, 17:489 datopagava23 1446


დორტმუნდის ''ბორუსიას'' ახალწვეულ მარკო როისს თავის ბავშვობის კუმირის ტომაშ როსიცკის (''არსენალში'' სწორედ ''დორტმუნდიდან'' გადავიდა, სადაც არაერთი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა) წარმატების გამეორება ძალიან სურს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის როისი ამ ზაფხულს მიოხენგლადბახის ''ბორუსიადან'' დორტმუნდის ''ბორუსიაში'' გადავიდა — კლუბში, რომელსაც მისი ტრანსფერი 17 მილიონი ევრო დაუჯდა და კლუბში, რომლის აღზრდილიცაა როისი.

შემტევმა ნახევარმცველმა ღიად დააფიქსირა თავის აღფთოვანება ტომაშ როსიცკის თამაშის მიმართ და ჩეხი ფეხბურთელის ასპარეზობა მას უფრო მეტი სამუშაოსკენ იწვევს.

როისმა ''ბილდს'' უთხრა: ''როსიცკი ყოველთვის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მისი ქმედებების გამეორებას ყოველთვის ვცდილობდი მოედანზე. მისი საფეხბურთო ჭკუა და სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან აღმაფრთოვანებს. მაგრად მინდა, რომ მისი წარმატებები გავიმეორო''.

შეგახსენებთ, რომ შარშან როისმა ''გლადბახში'' ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დამსახურებულად გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე. მარკომ გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 18 გოლი გაიტანა, რითაც ''ბორუსია'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა