Image

35 მილიონი, სიტი რომას არ ეშვება !!

ფეხბურთი 09-აგვ, 17:519 datopagava23 1028


როგორც უკვე იცით, ინგლისის ჩემპიონ ''მანჩესტერ სიტის'' ძალიან უნდა ''რომას'' ნახევარმცველ დანიელე დე როსის შეძენა და ახლა ისტლენდელები მოქმედებებზეც გადადიან.

საქმე შემდეგშია: თუ ადრე მხოლოდ ქალაქელების დე როსისადმი ინტერესზე იწერებოდა, ახლა საუბარი უკვე კონკრეტულ წინადადებასაც კი ეხება. პრემიერლიგის გამარჯვებულები მზად არიან, იგივე თანხაზე დარჩნენ, რათა ''მგლების'' ვიცე-კაპიტანი ჩაიგდონ ხელში.

''გაძეტა დელო სპორტის'' ინფორმაციით, რობერტო მანჩინის გუნდი ''ჯალოროსის'' მათ ლიდერში 35 მილიონ ევროს სთავაზობს — ეს კი ის თანხაა, რომელიც რომაელებს ''ჰოს'' ათქმევინებს.

აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანიელე დე როსის არამარტო ნახევარდაცვაში, არამედ დაცვის ხაზშიც შეუძლია თამაში და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც იტალიას უჭირდა და ჯერ დაცვაში გაისარჯა შესანიშნავად დე როსი, მერე კი ნახევარდაცვაშიც ჩინებული იყო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
M_X_E_C_I 12 აგვისტო 2012 00:59
დე როსსის თუ ნამუსი აქვს არ უნდა დატოვოს რომა. თუ თვითონ რომას არ აქვს ამ კაცის წასვლის სურვილი მაშინ დეროსიც უნდა დათანხმდეს.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (453)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა