Image

ოფიციალურად : რეალმა სამიზნე გაანადგურა

ფეხბურთი 09-აგვ, 17:559 datopagava23 979


ნიუ იორკში ''ბეისბოლის'' სტადიონზე ძალიან საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა მადრიდის ''რეალსა'' და ''მილანს'' შორის, რომელიც მადრიდელებმა 5:1 (!) მოიგეს.

ანგარისი 24-ე წუთზე ბრწყინვალე გოლით გაიხსნა: მესუთ იოზილის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, კრისტიან აბიატიმ ბურთი თავის საჯარიმოდან მუშტით გამოიტანა, საჯარიმოს მისადგომებთან კი ბურთს ანხელ დი მარია დახვდა, რომელმაც ჰაერიდან მიწაზედაუშვებლად დასცხო — 1:0.

სულ მალე, კერძოდ კი 33-ე წუთზე წონასწორობა აღდგა: მილანელებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ეს მართლაც შესაშური შეტევა რობინიომ ასევე შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა — 1:1.

მეორე ტაიმი კი მთლიანად ''რეალისა'' იყო: ჯერიყოდა, 49-ე წუთზე ლასანა დიარას გადაცემით კრიშტიანუ რონალდუმ ისარგებლა და ყუმბარისებული დარტყმით დალაშქრა მარკო ამელიას კარი, 66-ე წუთზე უკვე კაკამ გაუკეთა რონალდუს ძალიან ჭკვიანური გადაცემა, რითაც უკვე 3:1 გახდა ანგარიში.

81-ე წუთზე კვლავ კაკამ მიითვალა საგოლე გადაცემა, ამჯერად კი სერხიო რამოსმა შეაგება თავური და უკვე 4:1. მესამე საგოლე გადაცემა სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ხოსე მარია კალეხონს გაუკეთა, რომელმაც კარგად დაამუშავა ბურთი და მილანელთა კარი მეხუთედ აიღო — 5:1!

აღსანიშნავია, რომ კაკამ იმ გუნდთან გააკეთა სამი საგოლე გადაცემა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები აქვს გატარებული და სადაც უწინასწარმეტყველებენ იჯარის წესით დაბრუნებას...

რეალი-მილანი 5:1
რეალი (4-2-3-1): კასილასი (85. ხესუსი) - ვარანი (46. რამოსი), პეპე (70. ალბიოლი), ხედირა (46. ალონსო), რონალდუ (80. მორატა) - ბენზემა (46. იგუაინი), იოზილი (62. კაკა) - კოენტრაო (75. შაჰინი), დი მარია (62. კალეხონი), დიარა (70. გრანერო) - ნაჩო (46. არბელოა).
მილანი (4-3-3): აბიატი (46. ამელია) - ნოჩერინო (80. ვალოტი), ბოატენგი (59. ემანუელსონი), აჩერბი (46. იეპესი), ფლამინი (59. კონსტანტი) - აბატე (46. დე შილიო), ამბროზინი (69. ტრაორე), ბონერა - რობინიო, ანტონინი (46. მესბა), კასანო (46. ელ შაარავი).
გოლები: 1:0 დი მარია (24), 1:1 რობინიო (33), 2:1 რონალდუ (49), 3:1 რონალდუ (66), 4:1 რამოსი (81), 5:1 კალეხონი (89)


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 9 აგვისტო 2012 20:50
აუ ასე რატო განადგურეს.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა