აირჩიეთ გუნდი:

ანორთოსისმა მჟავე კიტრი იგემა !!!



რა თქმა უნდა, სტუმრად 1:0 გამარჯვება დიდი უპირატესობა არაა, მაგრამ როდესაც მომდევნო შეხვედრა სახლში გაქვს, რასაკვირველია, დამშვიდებულად ხარ - მითუმეტეს, რომ მეტოქე არ გყავს გრანდი. ვინ იფიქრებდა, რომ ასე გადატრიალდებოდა ყველაფერი?! შეხვედრა ''ანორთოსისის'' უპირატესობით დაიწყო და სხვათა შორის, არცთუ ცოტა ჰქონდათ სახიფათო მომენტი, მაგრამ ხან კარს ცდებოდა მცირე მანძილით, ხანაც ჩვენი ხორვატი კიპერი მარტინ სკენდერი თამაშობდა ჩინებულად.

აი, მეორე ტაიმი კი რადიკალურად განსხვავებული იყო და კვიპროსელთაგან იმ უპირატესობის ნიშანწყალიც არ შეინიშნებოდა! 52-ე წუთზე მათე ვაწაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რითაც ისარგებლა და ანგარიში გახსნა - სიმართლე ითქვას, მეკარეს ასე შორს გამოსვლა არ მართებდა, მაგრამ ეს ჩვენთვის სულაც არაა სანერვიულო!

გოლის შემდეგ, ''დილა'' არ გაჩერებულა და შეტევებს კვლავ განაგრძობდა, ''ანორთოსისი'' კი კონტრშეტევებზე თამაშობდა, რაც არ გამოსდიოდათ მათ. 76-ე წუთზე კი მეორე გოლი გავიტანეთ: კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს გორელთა კაპიტანმა ლაშა სალუქვაძემ თავური შეაგება, რომელიც ხარიხას მოხვდა, თუმცა ყველას ისევ ლაშამ დაასწრო და 0:2!

სულ რაღაც 5 წუთი იყო გასული, როდესაც კვიპროსელებს კიდევ ერთი ლაზათიანი გოლი ვაგემეთ: მცველთა შეცდომით ვაწაძემ ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან მშვენივრად დასცხო!

ამით გაბრაზებულმა მასპინძელთა ქომაგებმა პედარტები დაანთეს და მოედანზე გადაყარეს, რის გამოც შეწყდა შეხვედრა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მატჩის დელეგატები, თუმცა ფაქტია, რომ ''დილა'' შემდეგ ეტაპზე, კერძოდ კი პლეი-ოფშია გასული და ეგეც თუ გაიარა თემურ შალამბერიძის გუნდმა, უკვე ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი მოდის, თუმცა ჯერ პლეი-ოფის მეტოქე გავარკვიოთ...

ანორთოსისი-დილა 0:3
ანორთოსისი (4-5-1): ბლაჟიკი - ჯორჟე, კოლინი, ალექსა, სპადაჩიო - ოკასი (75. რონკატო), ლაბანი, ლაბორდე, ილიჩი, ბოავენტურა - ოჰაიონი (57. რეჟეკი).
დილა (4-4-2): სკენდერი - სალუქვაძე, ონიანი, შაშიაშვილი, ვაწაძე - გრიგალაშვილი, კვირკველია, გურული, ბეჭვაია - გვალია, კახელიშვილი (46. ახალკაცი).
გოლები: 0:1 ვაჭაძე (52), 0:2 სალუქვაძე (76), 0:3 ვაწაძე (81)
გაფრთხილება: კოლინი, ალექსა - სალუქვაძე, ონიანი, ვაწაძე, გვალია, კახელიშვილი.

 

0

761
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.