ჩელსი ლუკაკუს იჯარით პრემიერლიგაში უშვებს

ჩელსი ლუკაკუს იჯარით პრემიერლიგაში უშვებს

10-08-2012, 21:49

''ჩელსის'' ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ახლოსაა რომელიმე პრემიერლიგის გუნდში გადასვლასთან.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თავდამსხმელს უკვე ბევრ კლუბთან აკავშირებენ იჯარის წესით გადასვლაზე — რა თქმა უნდა, სათამაშო პრაქტიკის შეძენის მიზნით.

ფეხბურთელის აგენტმა კრისტოფ ჰენტორაიმ თქვა, რომ ლუკაკუ ''ფულჰემში'' ნაღდად არ გადავა, თუმცა იქვე დასძინა, რომ რომელიღაც პრემიერლიგის კლუბში გადასვლასთანაა ახლოს.

ჰენტორაიმ თქვა: ''თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლუკაკუ ''ფულჰემში'' არ გადავა, რადგან მოლაპარაკებები სხვა ინგლისურ კლუბთან უკვე დასკვნით ფაზაშია. ზუსტად ვიცი, რომ რომელუ იჯარის წესით გადავა - ოღონდ, რომელ კლუბში, კონკრეტულად ამის თქმა არ შემიძლია''.

როგორც ირკვევა, ''ფულჰემის'' გარდა, ფეხბურთელის თავისთან ხილვა ''სტოკ სიტისა'' და ''სანდერლენდს'' სურთ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით