აირჩიეთ გუნდი:

იუვენტუსმა ნაპოლს ფინალი მოუგო !



ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იტალიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიის დაუმარცხებელი ჩემპიონი "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარსდგნენ.

შეხვედრა ტურინელთა სრული უპირატესობით დაიწყო, ნეაპოლეტანელები კი მხოლოდ კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, რაც მათ არ გამოსდიოდათ. იყო რამოდენიმე შორეული გასროლა ”იუვეს” ფეხბურთელთა მხრიდან, თუმცა ხან ცდებოდა ეს დარტყმები, ხანაც მცველები ეღობებოდნენ.

27-ე წუთზე მოხდა ისე, რომ ყველასათვის მოულოდნელად, ”ნაპოლიმ” გახსნა ანგარიში: გორან პანდევის საკმაოდ კარგი გადაცემის შემდეგ, ედინსონ კავანი ჯანლუიჯი ბუფონთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, პირველი ცდით ჯიჯის დუელი ვერ მოუგო, მაგრამ დამატებაზე ურუგვაელი იქვე აღმოჩნდა, კარგად მოატყუა ლუსიო და ბურთი ტურინელთა ბადეში მოათავსა — 0:1.

თქვენ წარმოიდგინეთ და, ვალტერ მაცარის გუნდი არც ამჯერად გაჩერებულა და ცოტა ხნის მერეც მიეცა მეორე გოლის გატანის რეალური შანსი: კვადვო ასამოამ აუტიდან რატომღაც ბურთი კავანის ჩააბარა, რომელმაც პანდევს უპასა და გორანმაც ჰაერიდან დაარტყა — ბუფონი ადგილზე დახვდა ბურთს.

გაშვებული გოლიდან 10 წუთში მასიმო კარერას (ანტონიო კონტეს ათთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს!) შეგირდებმა ანგარიში გაათანაბრეს: არტურო ვიდალმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ბურთს ასამოა დახვდა და მიწაზედაუშვებლად დაარტყა და ახლო კუთხეში გაუტანა მორგან დე სანქტისს — აქ მეკარემაც არ ითამაშა მთლად დამაჯერებლად.

41-ე წუთზე პანდევმა ჯიოვინკოს შეცდომით ისარგებლა, კრისტიან ბონუჩის მოუგო დუელი, შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ყველასათვის მოულოდნელად, საკმაოდ ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე ბუფონს — გუნდები შესვენებაზე 1:2-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე შეცვლაზე შესულ მირკო ვუჩინიჩს ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, რომელმაც საჯარიმოში შესვლა და დარტყმა მოახერხა, მაგრამ ეს დარტყმული მეტოქის კარის ძელს მოხვდა.

ცოტა ხანში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ”ნაპოლის” კარის მიმართულებით, რომლის შესასრულებლადაც, რა თქმა უნდა, ანდრეა პირლო გაეშურა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა, თუმცა ეს დარტყმა დე სანქტისმა უკუაგდო.

შემდეგ ”ნაპოლი” აშკარა გოლისგან პაულო კანავარომ იხსნა: ვუჩინიჩი დე სანქტისთან პირისპირ აღმოჩნდა, მოატყუა და ცარიელ კარში გზავნიდა ბურთს, თუმცა პაულომ დროულად ჩამოუსწრო ეპიზოდს და გადაარჩინა გუნდი!

72-ე წუთზე ფერნანდესმა ვუჩინიჩი წააქცია, რის გამოც ”ნაპოლის” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ვიდალმა აქცია — 2:2.

მატჩის ძირითადი დრო ასეთი ანგარიშით დასრულდა და მოგვიწია დამატებითი დროის ხილვა, სადაც ''ბებერმა ქალბატონმა'' ორჯერ დალაშქრა ნეაპოლელთა კარი: 97-ე წუთზე კრისტიან მაჯომ ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი, 101-ეზე კი გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია ვუჩინიჩმა გოლით დააგვირგვინა.

ასეა თუ ისე, სუპერთასი ''იუვეს'' საკუთრებაა და იტალიაში ფეხბურთი ორკვირიან პაუზას იღებს, მერე კი სერია A იწყება.

იუვენტუსი-ნაპოლი 2:2 (დ.დ 2:0)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ლუსიო, ბარძალი, ბონუჩი - ლიხტშტაინერი (87. პადიონი), ვიდალი, მარკიზიო, პირლო, ასამოა - ჯიოვინკო (117. ჯაკერინი), მატრი (46. ვუჩინიჩი).
ნაპოლი (3-5-2): დე სანქტისი - კამპანიარო, კანავარო (61. ფერნანდესი), ბრიტოსი - მაჯო, ინლერი (106. დოსენა), ჰამშიკი (66. გარგანო), ბერამი, ცუნიგა - პანდევი, კავანი.
გოლები: 0:1 კავანი (27), 1:1 ასამოა (37), 1:2 პანდევი (41), 2:2 ვიდალი (72. პენ), 3:2 მაჯო (97. ს.კ.), 4:2 ვუჩინიჩი (101)

 

3

564

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: Wertil^  

M_X_E_C_I,
ნედვედი, დელპიერო და კამურანეზი იუვენტუსის სამი საუკეთესო ფეხბურთელი. ამათზე მაგარი დედაც ჯეკ ! მანდ ვერავინ მივა ვერასოდეს ამათზე მაგარი

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: M_X_E_C_I  

iventusi_rati,
არამგონია ძველი იუვენტუსი ოდესმე დაბრუნდეს ! კამურანეზი, ტრეზეგე, ნედვედი, დელ პიერო ვინ აღარ იყო ))

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

აი ეს არის იუვე ახლა ნაღდათ დაბრუნდა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.