აირჩიეთ გუნდი:

დღევანდელი დღე და 3 წლიანი გაუხსნელი ჯაჭვი !!!



ამ სიახლეს მე იმიტომ ვწერ ამ საიტზე, რომ ძალიან გახარებული ვარ. ეს დღე მე არასოდეს დამავიწყდება და ამის მიზეზი ალბათ თქვენც გეცოდინებათ. რამოდენიმე წუთის წინ, "ნეიტრალურ" სტადიონზე გაიმართა ძალიან საინტერესო ფინალური დაპირისპირება, რომელსაც "მგლების" თამაში ვუწოდე, მართალია ცოტა გავაზვიადე მაგრამ მაინც, მე ყოველი შემთხვევისთვის ასე მიმაჩნია. ამ მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარიც უყურებდა, საუბარია მიუნხენის "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ბორუსიაზე.

ვინც უყურებდა და ვინც მიმოხილვას ადევნა თვალი, ალბათ ერთი კითხვა დაებადა თავში, ნუთუ ამხელა ტიტულოვანი კლუბი, ასეთ სუსტი დონის კლუბს აქამდე როგორ ვერ უგებდა ?? ეს კითხვა მე, მიუნხენის "ბაიერნის" ფანს ბევრჯერ დამებადა და ვის აღარ შევეკითხე, მაინტერესებდა მათი აზრები გამეგო. ყველა ერთს ამბობდა, რომ დორტმუნდი მხოლოდ და მხოლოდ ბუნდესლიგაში ძლიერია, როგორც ღორი ღობეში და იმის იქით ლაჩარიო.

ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ვფიქრობ კიდეც, ნუთუ 4 ჯერ ჩემპიონთა ლიგის, 1 - ხელ უეფა ლიგის და 21 ჯერ ბუნდესლიგის მფლობელი ასეთ სუსტ გუნდს ვერ უგებს ?? ( 1 ჯერ ლიგის, 7 ჯერ ბუნდესლიგის და 1 ხელ უეფა ლიგის მფლობელი ). თურმე საქმე ფეხბურთელების სიძლიერასა და სისუსტეშია.

მოდი დროა საქმეზე გადავიდეთ და მოვრჩე ლაყბობას. მე იმას არ ვამბობ რომ ბორუსია სუსტი გუნდია, არამედ იმას ვამბობ რომ ბაიერნის დონემდე ვერ მივა. წარმოიდგინეთ კლუბი რომელიც გერმანიის ჩემპიონატში თავს უშესანიშნავესად აჩენს, ხოლო ეუროტურნირებზე (ჩემპიონთა ლიგაზე) ჯგუფიდანაც კი ვერ გადის ? ყველაფერი მორჩა და დამთავრდა. დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" დიდი ამოცანა ამოხსნა, რომელშიც ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დღეს დორტმუნდის ბორუსიამ მუხლი მიუნხენის "ბაიერნის" წინაშე იყარა. დღეს მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის სუპერთასის მფლობელია. ყველა მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივარს გილოცავთ ამ უდიდეს და უმნიშვნეოვან გამარჯვებას. ახლა კი გადავიდეთ საქმეზე და დავდოთ ამ მატჩზე შესაძლო ინფორმაციები.

ფეხბურთელთა შეფასებები ( Goal.com )

ბაიერნი :
1) ნოიერი - 3
2) დანტე - 3
3) ბოატენგი - 3
4) ლამი - 3
5) რობენი - 4
6) ემრე კანი - 2.5
7) რიბერი - 4
8) გუსტავო - 2.5
9) კროოსი - 3
10) მანძუკიჩი - 4 (გმირი)
11) მიულერი 3.5


დორტმუნდი :
1) ვეიდენფელერი - 3
2) ჰუმელსი - 3
3) შმელცერი - 3
4) სუბოტიჩი - 2.5 (ანტიგმირი)
5) პიზჩეკი - 3
6) გუნდიოგანი - 2.5
7) ბლაშიკოვსკი - 3
8) გროსკროიცი - 2.5
9) ლეიტნერი - 2.5
10) რეუსი - 3.5
11) ლევანდოვსკი - 3.5


ტურნირი: სუპერ თასი, ფინალი
სტადიონი: Allianz-Arena
დასაწყისი: 12.08.2012 22:00 (თბ. დროით)
მსაჯი: ვეინერი (ქ. გიზენი)
ასისტენტები: გრუძინსკი, ვილენბორგი
დელეგატი: შრივერი (ქ. დორუმი)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, დანტე, ბოატენგი, ჩანი, გუსტავო, კროოსი, რობენი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

დორტმუნდი: ვეიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოღანი, ლეიტნერი, ბლაშჩიკოვსკი, როისი, გროსკროიტცი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (6), 2:0 მიულერი (11), 2:1 ლევანდოვსკი (75.)


ამ სტატიით მინდა ყველას 1 კვირით დაგემშვიდობოთ. ამ სტატიის მკითხველი იმედია გაიგებს ჩემს უარყოფით თვისებას დორტმუნდისადმი. MIA SAN MIA !!!

 

2

750

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

mitridate,აა შენ თუ გინდა ხო.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: mitridate  

ეს რაა? ჩემპიონთა ლიგა მინდა მე
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.