აირჩიეთ გუნდი:

დი მარია რეალში ბედნიერია



მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია ესპანურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს. იგი თვლის, რომ მადრიდული გრანდი ახლა ძალიან ძლიერია და მომავალ სეზონში დიდი წარმატებებისთვის ემზადება.

"ახლა "რეალში" ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები. მე ვცდილობ, რომ გამოვავლინო ჩემი მაქსიმუმი მადრიდულ გრანდში" ამბობს დი მარია.

" ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. პრე-სეზონი არაჩვეულებრივად გავიარეთ და ახალ სეზონს კარგ განწყობაზე ვხვდებით. დიდი პოტენციალი გვაქვს და შეგვიძლია ახალი ტიტულებიც მოვიგოთ" განაცხადა ანხელ დი მარიამ.

წყარო: Football.ua  

0

600
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.