ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
სონგი ბარსას ფეხბურთელია

კატალონიის "ბარსელონამ" ოფიციალურად გადაიბირა "არსენალის" ნახევარმცველი ალექს სონგი. მალე იგი პირველად მოირგებს კატალონიური გრანდის მაისურს.

ალექსი ჯერ სულ რაღაც 24 წლისაა. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება კატალონიაში და მალე კონტრაქტსაც მოაწერს ხელს, "ბარსამ" მის სანაცვლოდ 19 მილიონი ევრო გადაიხადა.

კამერუნელი ფეხბურთელი "არსენალში" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, ინგლისში გადაბარგებიდან რამდენიმე თვეში მან მოახერხა პირველ თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება, დღეს იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავიდა.












კომენტარის დამატება