დე როსი რომადან არსად წავა

ფეხბურთი 22-აგვ, 08:419 datopagava23 949 0





დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ დე როსის მიმართ ინტერესს ინგლისის ჩემპიონი იჩენს და ფეხბურთელის სანაცვლოდ, მზად არის, 39,4 მლნ ევრო გადაიხადოს, თავად რომაელს კი 9 მილიონი მისცეს წელიწადში. ინგლისურ და იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე იმასაც ამტკიცებენ, რომ დე როსი მზად არის "სიტიში" სათამაშოდ გადავიდეს.

მითქმა-მოთქმას თავად ფეხბურთელმა წინასასეზონო პრესკონფერენციაზე დაუსვა წერტილი. "ადამიანები ჩემს შესახებ ბევრს წერენ. ზოგჯერ მეცინება, რომ ვკითხულობ, ხან ვბრაზობ. დღეს აქ ჩვეულებრივ, სეზონისწინა პრესკონფერენციაზე მოვედი. როცა "რომადან" წასვლას გადავწყვეტ, ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადებ. მე არასდროს მიმიმართავს კლუბის ხელმძღვანელობისთვის ტრასნფერისთვის. "რომაში" ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა დე როსიმ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა