აირჩიეთ გუნდი:

ფერგი ლევანდოვსკის არ ეშვება !



გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა დორტმუნდის ''ბორუსიამ'' კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ!) განაცხადა, რომ მათ გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირ რობერტ ლევანდოვსკის არსად გაუშვებენ.

პოლონელი გოლეადორის თავისთან ხილვა ''მანჩესტერ იუნაიტედს'' უკვე კარგა ხანია, სურს და მანკუნიანელები მზად არიან, თავდამსხმელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ და ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზონ 8 მილიონის სახით.

სხვათა შორის, ცოტა ხნით ადრე სერ ალექს ფერგიუსონმა და კომპანიამ ერთი დორტმუნდელი უკვე შეიძინა — როგორც მიხვდით, ლაპარაკია იაპონელ გამთამაშებელ შინჯი კაგავაზე, რომელიც ''ბორუსიაში'' ზღაპრულად თამაშობდა.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ კი ''იუნაიტედმა'' ''არსენალიდან'' 24 მილიონ ფუნტ სტერლინგად რობინ ვან პერსი გადაიბირა, თუმცა როგორც ჩანს, ფერგი ლევანდოვსკის მაინც არ ეშვება!

''დორტმუნდის'' სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა '' შპორტ ბილდთან'' საუბრისას თქვა: ''ლევანდოვსკის შეძენა რამოდენიმე ევროპულ გრანდს სურს, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი, თუმცა ჩვენ რობერტის მიმართ აზრი არ შეგვიცვლია — იგი ''დორტმუნდში'' განაგრძობს ასპარეზობას''.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არც დორტმუნდელთა გენერალურ დირექტორ ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს დაზარებია: ''დიახ, მეც ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ რობერტ ლევანდოვსკის მთხოვნელთა რიგი დაუდგა, მაგრამ თამამად ვაცხადებ: პოლონელი ბომბარდირი ჩვენს გუნდს არ დატოვებს!''

არანაირად არაა გასაკვირი ის, რომ დორტმუნდელებს ლევანდოვსკი არაფრის დიდებით არ ეთმობათ — ბოლოს და ბოლოს გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 22 გოლის გატანა გაახერხა.

წყარო: football.ua  

0

633
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.