აირჩიეთ გუნდი:

უელბეკმა იუნაიტედთან გაახანგძლივა



''მანჩესტერ იუნაიტედის'' ახალგაზრდა თავდამსხმელი დენი უელბეკი ''წითელი ეშმაკების'' ღირსებას კიდევ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში დაიცავს - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ''იუნაიტედმა'' ინგლისელ ახალბედა წინახაზელთან დღეს ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც უელბეკი ''ოლდ ტრაფორდზე'' 2016 წლამდე იასპარეზებს.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ უელბეკმა თქვა: ''მე ყოველთვის ''მანჩესტერ იუნაიტედში'' მსურდა თამაში და ყოველთვის ამ ბრწყინვალე გუნდს ვგულშემატკივრობდი. ახალ სეზონში კი ჩემი მთავარი მიზანი გოლების გატანა და გუნდის ტიტულების მოპოვებაში დახმარებაა.

წყარო: Goal.com  

0

476
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.