ხეტაფეს ლუკა ტონი მოუნდა

ხეტაფეს ლუკა ტონი მოუნდა

23-08-2012, 12:03

იტალიელ თავდამსხმელს, ლუკა ტონის ევროპაში დაბრუნების შანსი მიეცა. ესპანური პრესა იტყობინება, რომ "ხეტაფე" დაინტერესებულია "ალ ნასრის" 36 წლის თავდამსხმელით.

საქმე იმაშია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა "ხეტაფე" დატოვოს დანიელ გუისამ, ფეხბურთელით რომლითაც ძალიან არიან დაინტერესებული "ვალენსია" და "რეალი". სწორედ ამიტომ, გუნდს სჭირდება მისი შემცვლელი. ესპანური გუნდი თვლის, რომ გუისას შემცვლელი ლუკა ტონი შეიძლება გახდეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, უნდა თუ არა ლუკა ტონის ევროპაში დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად იტალიელი ფორვარდი "ალ ნასრის" საკუთრებაა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 574ავტორი: iventusi_rati
ვა დაკაrქული კაცი.
# 872ავტორი: Richie
იუვენტუსში რო იყო მაგის მერე არ მინახია wink
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით