ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
მილანს ბოიანი სჭირდება?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "როსონერის" ბოიან კრკიჩით არის დაინტერესებული. "მილანს" ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ რიკარდო კაკას "რეალიდან" გადაბირებას ვერ მოახერხებს.

"რომამ" ბოიანი გასულ სეზონზე "ბარსელონადან" გადაიბირა, კატალონიელებს ამ ახალგაზრდაზე დიდი იმედები ჰქონდათ დამყარებული, თუმცა იგი არ აღმოჩნდა იმდენად მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ "ბლაუგრანას" რიგებში ეთამაშა.

"მილანელებს" მოლაპარაკებების დასაწყებად სულ რაღაც 4 დღე რჩება, თუმცა ჯერ გაურკვეველია ისიც, სურს თუ არა კრკიჩს "როსონერიში" თამაში.












კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 21.07.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 574 комментария
  • 29 публикаций
^
ეჰ მილანი ვარესი გეკუთნის.