ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ჩეხი: ბუფონი და კასილასი საუკეთესოები არიან

ლონდონის "ჩელსის" ნომერ პირველი კარის დარაჯი პეტერ ჩეხი თავის კოლეგებზე იკერ კასილასზე და ჯანლუიჯი ბუფონზე საუბრობს.

გასულ სეზონზე პეტერი იყო ერთ-ერთი საუკეთესო "ჩელსის" რიგებში. მან საკუთარი კლუბის გამარჯვებებში დიდი წვრილი შეიტანა, ჩეხი იყო ერთ-ერთი მთავარი ძალა "არისტოკრატებში". ამის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩეხი იყო საუკეთესო მეკარე მსოფლიოში, თუმცა 30 წლის მეკარემ "უეფას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთს 2 უძლიერესი მეკარე ჰყავს და ესენი - ბუფონი და კასილასი არიან.

"მე აღფრთოვანებული ვარ კასილასით და ბუფონით. ბოლო რამდენიმე წელია ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ და სწორედ ამიტომ, ისინი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები არიან" ამბობს ჩეხი.

" კანი, შმეიხელი და ვან დერ სარი - ეს მეკარეები იყვნენ უძლიერესები მაშინ, როდესაც მე კარიერას ვიწყებდი. შემდეგ კი გამოჩნდნენ კასილასი და ბუფონი, მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ საუკეთესოები იყვნენ" განაცხადა პეტერ ჩეხმა.












კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 21.07.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 574 комментария
  • 29 публикаций
^
კაი კაცია სიმართლეს საუბრობს.