ჩეხი : ატლეტიკოს უნდა ვუფრთხილდეთ

ფეხბურთი 28-აგვ, 18:089 datopagava23 831 1






"ჩელსის" გოლკიპერი პეტრ ჩეხი ევროპის სუპერთასის დაპირისპირებას, რომელიც 31 აგვისტოს გაიმართება, მოუთმენლად ელის. ჩეხი მეკარე დარწმუნებულია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა იოლი არ იქნება.

"მიხარია, რომ სუპერთასის მოგების შანსი გვაქვს. მსგავს დაპირისპირებაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. რვაწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, შევძლებ სუპერთასისთვის თამაშს. ძალიან მინდა ამ ტიტულს დავეუფლოთ. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს შორის დიდი ბრძოლა იქნება - შესანიშნავი ინტრიგაა!

"ატლეტიკოს" წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ დიეგო სიმეონემ თამასის სტილი შეცვალა. დისციპლინირებული გუნდია, მათ კონტრშეტევებთან გამკლავება იოლი არ იქნება.

როგორც ყველა ესპანური გუნდი, მადრიდელებსაც არ უჭირთ ბურთის დაჭერა. ახლანდელი "ატლეტიკო" გაცილებით საშიში და ძლიერია, წარმატებამ ისინი უფრო დამაჯერებლები გახადა. მათთან მოგება რთული იქნება", - განაცხადა არისტოკრატთა კარის დარაჯმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

iventusi_rati 28-აგვ, 18:27

არ გაუფრთხილდები და შენი აჯობებს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018