აირჩიეთ გუნდი:

მოდრიჩი : მე მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები



ხორვატი ლუკა მოდრიჩი, როგორც იქნა, ოფიციალურად გახდა სამეფო კლუბის წევრი. რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა გაიმართა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ პრესკონფერენციაზე მოდრიჩმა განაცხადა, რომ ბედნიერია მადრიდში ჩასვლით.

"როგორც იქნა ეს გრძელი და დამღლელი პროცესი დასრულდა. ამაყი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი გავხდი. მე მზად ვარ, რომ ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო.

მომწონს ტექნიკური ფეხბურთის თამაში. ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია საკუთარი ძალების მოსინჯვა, მაგრამ მწვრთნელი უკეთ გადაწყვეტს ამას. ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" ვითამაშებ. ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ კლუბს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო.

მნიშვნელოვანია, როგორ სეზონს ჩაატარებს გუნდი, შევეცდები მიზნის მიღწევაში დავეხმარო. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. გუნდთან ერთად უნდა ვივარჯიშო და "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშისთვის მოვემზადო.

საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ფეხბურთელები - ამ გარემოში ყოფნას ნებისმიერი ინატრებდა. ამიტომ თავს არ დავზოგავ, რომ ჩემი ადგილი მოვიპოვო რეალში.

ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელები იყვნენ ბობანი - საუკეკეთესო ხორვატი ფეხბურთელი და ფრანჩესკო ტოტი, მათ უფრო გამიმძაფრეს ფეხბურთის სიყვარული.

მადლობა მინდა გადავუხადო "ტოტენჰემს". მათი მადლიერი ვარ. საუკეთესო წლები გავატარე ამ კლუბში", - განაცხადა მოდრიჩმა.

წყარო: Football.ua  

0

534
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.