აირჩიეთ გუნდი:

ვენგერი : ვან პერსი წარსულს ჩაბარდა



''არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუშინ პრემიერლიგის მეორე ტურში ''სტოკ სიტისთან'' სტუმრად ნათამაშებ 0:0-ს გაუკეთა კომენტარი. რობინ ვან პერსის ''მანჩესტერ იუნაიტედში'' წასვლის შემდეგ, ''მეთოფეებს'' წინა ხაზზში ნამდვილი კრიზისი აქვთ - აგერ უკვე მეორე მატჩია, დასავლეთლონდონელები გოლს ვერ იტანენ.

მუსიე ვენგერი ამბობს: ''ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა ერთმანეთის კარგად შეცნობაა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სანტი კასორლა და ლუკაშ პოდოლსკი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ვარჯიშებზე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ — პოტენციალი ''არსენალს'' არ აკლია, მაგრამ რაღაც გვაკლია.

მე მჯერა, რომ ჩემი გუნდის მომავალი კარგი იქნება. მართალია, ზედიზედ ორ შეხვედრაში ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმ გუნდებს ვეთამაშეთ, რომლებსაც დაცვაში თამაშს ვერ დაუწუნებს კაცი.

რასაკვირველია, წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ ვან პერსის სახით და მისი ღირსეული შემცვლელი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ — ბოლოს და ბოლოს თავის დროზე ტიერი ანრის წასვლა გადავიტანეთ''.

წყარო: Goal.com  

2

488

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

ეს გამოსავალს ყოველთვის ნახავს.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Richie  

უძლიერესი მწვრთნელი. აბა შენ იცი არსენ!
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.