აირჩიეთ გუნდი:

მაურინიო: კაკა აუცილებლად მიიღებს შანსს



მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო აცხადებს, რომ მოდრიჩს შეუძლია დამკვიდრდეს "რეალის" შემადგენლობაში და ასევე თქვა, რომ კაკა აუცილებლად მიიღებს შანსს რათა გამოავლინოს საკუთარი თავი ამ სეზონზე.

უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ რიკი "რეალის" სასტარტოს ფეხბურთელი აღარ არის. თუმცა ამ სეზონზე მადრიდელთა თავკაცისგან შანსსაც ვეღარ იღებს. ამის შესახებ მაურინიო ამბობს, რომ კაკა აუცილებლად მიიღებს შანსს და შეძლებს თავისი თავის გამოვლენას.

" რაც დაემართა კაკას ეს დამართნია ბევრ ცნობილ ფეხბურთელს. ახალ კლუბში გადასვლისას ფეხბურთელები ვეღარ ახერხებენ საკუთარი მაქსიმუმის გამოვლენას. უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი მათემატიკა არ არის. აქ ყველაფერი დაზუსტებული ვერ იქნება. კაკა "რეალში" გადმოსვლისას, ფიზიკურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო. მეორე სეზონზე კი მას ნახევარი სეზონი გაუცდა. ჩვენ აუცილებლად მივცემთ მას შანსს, რომ გამოავლინოს საკუთარი თავი ამ სეზონზე" ამბობს ჟოზე მაურინიო.

ჟოზე რამდენიმე სიტყვით "რეალის" ახალწვეულს ლუკა მოდრიჩსაც შეეხო. ლუკას ძალიან იღბლიანი სეზონი ჰქონდა, რადგან ახალ კლუბში დებიუტისთანავე პირველი ტიტულის მოგება მოახერხა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა მოდრიჩი თავის სიტყვას იტყვის. მას შეუძლია, რომ დამკვიდრდეს "რეალის" შემადგენლობაში. მოდრიჩი იყო ჩვენი მთავარი სამიზნე ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს. იმედი მაქვს, რომ იგი გაამართლებს ჩვენს იმედებს" განაცხადა ჟოზე მაურინიომ.

წყარო: Football.ua  

0

692
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.