ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ფაბრეგასი მილანის სამიზნე გახდა
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ცესკ ფაბრეგასი იტალიური "მილანის" მთავარი სამიზნე გახდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე "როსონერი" შეეცდება ესპანელი ნახევარმცველის ყიდვას.
ცესკმა ვერ მოახერხა "ბარსას" სასტარტოში დამკვიდრება, მეტიც მას ამ სეზონზე ჯერ 90 წუთი მოედანზე არ გაუტარებია. 25 წლის ნახევარმცველი ამის გამო უკმაყოფილოა.
გასულ კვირას მან ინტერვიუ მისცა გაზეთ "Radio Marca"-ს."მე არ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდნენ. მწვრთნელმა იცის, რომ ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვარ" ამბობს ცესკი.
იტალიური "მილანი" სწორედ ამის გამოყენებას ეცდება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა კატალონიის "ბარსელონა" კიდევ ერთხელ დატოვოს.

ყოვლად შეურაცხმყოფელი ტექსტი, რომელიც მოურინიომ...
რონალდუ ისევ ევროპის მეფეა - მორიგი სტატისტიკა,...
ცნობილი გახდა "ელ კლასიკოს" ჩატარების დღე...
იაგო ასპასი "ბარსელონას" ფეხბურთელის...
" თუკი ვინმეს შეუძლია მადრიდის "რეალის"...
რეალი 1 - 1 ატლეტიკ ბილბაო...