აირჩიეთ გუნდი:

საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე–6 ტური



როგორც მოგახსენეთ ტურის ცენტრალური დაპირისპირება ზესტაფონში შედგა,სადაც მასპინძლები გორის დილას დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მე–80 წუთზე გიორგი კახელიშვილმა გაიტანა.

საკმაოდ შედეგიანად გააგრძელა მოგებათა სერია ქუთაისის ტორპედომ,რომელმაც ამჯერად საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს უმასპინძლა და ანგარიშით 5–1 დაამარცხა. ანგარიში მე-2 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა გახსნა და ქუთაისელები წინ გაიყვანა.15 წუთში ბათუმელებმა გაათანაბრეს, ქუთაისელთა კარში გოლის გატანა მიხეილ ჯორბენაძემ შეძლო. თუმცა 5 წუთში ტორპედო წინ ნიკა საბანაძემ გაიყვანა. 25-ე წუთზე კი გიორგი კუხიანიძემ გაიტანა და შესვენებაზე გუნდები 3–1 ით გავიდნენ. 71-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ აიღო ბათუმელთა კარი,საბოლოო წერტილი კი მატჩში შერგელაშვილმა დასვა და დუბლი გაიფორმა,შედეგად 5–1. შეგახსენებთ, რომ ტორპედომ წინა ტურებში 4 ბურთიანი სხვაობებით ჯერ მეტალურგი(0–4),შემდეგ კი მერანი (4–0) დაამარცხა.

ასევე შედეგიანი და საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა თბილისში დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირება.დინამომ მეტოქე 5–0 გაანადგურა და პირველობა დაიბრუნა.ჩისკომ 21-ე წუთზე საჯარიმო ზუსტად დაარტყა(1–0).პირველ ტაიმში მეტი გოლის გატანა დინამომვეღარ შეძლო,თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.70 ე წუთზე ჩისკომ თავისივე გამომუშავებული პენალტი ზუსტად შეასრულა,გიორგი მერებაშვილმა 75 წუთზე ეფექტური დარტყმით გახადა 3–0,ორიოდე წუთში გივი კვარაცხელიამ მაკრატელათი გაიტანა,საბოლოო წერტილი კი კვლავ მერებაშვილმა დასვა შეხვედრის 81 ე წუთზე.

თავისი შეხვედრა მოიგო რუსთავის მეტალურგმაც,რომელმაც საკუთარ კედლებში ფოთის კოლხეთი დაამარცხა ანგარიშით 2–1. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს,შეხვედრის 21–ე წუთზე ფოთელები ცხვიტარიამ დააწინაურა.მეტალურგმა თამაშის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლო.63–ე წუთზე ანგარიში სიხარულიძემ გაათანაბრა,ხოლო გამარჯვების გოლი ფოთელთა კარში გიორგი მიქაბერიძემ გაიტანა.

ასევე უხვგოლიანი გამოდგა ზუგდიდის ბაიასა და საჩხერის ჩიხურას დაპირისპირება.ამ შეხვედრაში ზუგდიდელებმა 4–2 იმარჯვეს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზუგდიდელები 0–2 აგებდნენ,მაგრამ შეხვედრა მაინც თავის სასარგებლოდ დაამთავრეს.შეხვედრაში პირველი გოლი მე–20 წუთზე გავიდა,სტუმრები ვაჟა ლომაშვილმა დააწინაურა.საჩხერელებმა მეორე გოლი 36–ე წუთზე გაიტანეს.თავი ნიკოლოზ კვასხვაძემ გამოიჩნა.ზუგდიდელები გონს მალევე მოეგენ და 2 წუთში ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანეს.გოლი ირაკლი ქობალიამ გაიტანა.პირველი ტაიმის მიწურულს კი გაბედავამ გაიტანა და გუნდები შესვენებაზე 2–2 ით გავიდნენ. მეორე ტაიმი ზუგდიდელებმა აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის 63–ე წუთზე წინ პირველად გავიდნენ.ირაკლი ქობალიამ დუბლი გაიფორმა.შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი შოთა ლომაიამ დააფიქსირა 83–ე წუთზე.

მარტვილში კი ადგილობრივმა მერანმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. გოლი შეხვედრის 83–ე წუთზე ნოდარ ნოზაძემ გაიტანა და მერანს გამარჯვება მოუტანა.


საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე–6 ტური


დინამო 5–0 ვიტ ჯორჯია




ზესტაფონი 0-1 დილა


 

4

1656

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: JFT96  

GoGa(R-G7),
ყოჩაღ დინამოს,მართლა კარგი გოლები იყო.რაც შეეხება დილას რათქმაუნდა ველოდი გამარჯვებას იმიტო რო გადმოერთო გუნდი მთლიანად ჩემპიონატზე და თან ზესტასაც აღარ ყავს ისეთი შემადგენლობა რო დილას მოუგოს

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: Sportnews  

JFT96,
მართლა კარგი სტატია, დინამოს მოგებამ გამახარა, თან მაგარი გოლები გაიტანეს, დილას მოგებას არ ველოდი, ფრე მეგონა ეგ თამაში

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: JFT96  

iventusi_rati,
დიდი მადლობა :))

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

საღოლ მაგარი სტსტიაა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.