ოზილი რეალში შეზღუდულია

ფეხბურთი 29-ნოე, 13:499 shako21 852 0






მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა გერმანული მედიის ყურადღება მიიპყრო. "ბილდის" თანახმად, ფეხბურთელი ბლანკოსში შეზღუდულია, რაც გუნდის შეცვლის წინა პირობაა.

მესუთს უნდობლობას უცხადებს "ვარსკვლავების მკვლელი" ჟოზე მოურინიო, რომელიც მესუთ ოზილის ნაცვლად ხორვატ ფეხბურთელს ლუკა მოდრიჩს ათამაშებს. ესპანეთის თასზე, სადაც ყველაფერი გარკვეული იყო, პორტუგალიელ მწვრთნელს შეეძლო მესუთი დაესვენებინა, მაგრამ მან ლუკას დასვენება არჩია.

მადრიდის "რეალი" ასეთ მდგომარეობას "ბილდი" მესუთის ნოსტალგიას აბრალებს, მედია წყაროები იუწყებიან, რომ მას შინ დაბრუნება სურს. მისი უნდობლობის ბრალია, რომ ბლანკოსი მის უშვალო კონკურენტს "ბარსელონას" 11 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობა უკვე ილუზიაა.

ოზილის შეძენით ძალიან ბევრი გრანდი ინტერესდება, რადგან ის უკვე ვარსკვლავია და რამდენიმე წელიწადში შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლადაც მოგვევლინოს. გერმანელს უკავშირებენ "დორტმუნდს" და "ბაირენს", ასევე "მანჩესტერ სიტის".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018