ფერგიუსონმა ვან პერსი კანტონას შეადარა

ფერგიუსონმა ვან პერსი კანტონას შეადარა

25-12-2012, 01:13

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელი კმაყოფილია ვან პერსის თამაშით...

"უნდა ვაღიარო, რომ მანჩესტერელებმა კარგი საშობაო საჩუქარი გავუკეთეთ საკუთარ თავს, ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა ვან პერსი "იუნაიტედში" გადმოვიყვანეთ. ფეხბურთში დიდ წარმატებას მხოლოდ გუნდური თამაშით მიაღწევ, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ინდივიდუალური შესაძლებლობები პირველ ადგილზე ინაცვლებს. ვან პერსის ტრანსფერი შემიძლია კანტონას ტრანსფერს შევადარო, ისიც საჭირო დროს, კარგად შეეწყო გუნდს. წარსულში კანტონას "იუნაიტედში" გადმოსვლამ გუნდს დიდი წარმატება მოუტანა, იმედი მაქვს ახლა ვან პერსის ტრანსფერი იგივე შედეგს მიგვაღწევინებს." განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით