Image

6 თებერვალს: ალბანეთი - საქართველო

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 28-დეკ, 21:219 Dark Dante 2337


















საქართველოს ეროვნული ნაკრები 2013 წელს პირველ საერთაშორისო შეხვედრას 6 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაშს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა, სტადიონი ქემალ სტაფა უმასპინძლებს.

ჩვენი ეროვნული გუნდი ალბანელებს პირველად 1994 წლის 12 დეკემბერს, ტირანაში დაუპირისპირდა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევრო 96-ის საკვალიფიკაციო თამაში შოთა არველაძის ერთადერთი გოლით მოიგო. მას შემდეგ ამ ორი გუნდის გზები 11-ჯერ გადაიკვეთა: ჩვენმა გუნდმა 6 თამაში მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, 3 მატჩში კი ალბანელებმა გაიმარჯვეს. ბურთების საერთო შეფარდება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდაა: 18:9.

ბოლოს მეტოქეები შარშან, 29 თებერვალს, თბილისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური თამაში თემურ ქეცბაიას გუნდმა სანდრო კობახიძის და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:1 მოიგო. ჩვენი ნაკრები ალბანელებთან 2005 წლის 4 ივნისის შემდეგ აღარ დამარცხებულა - მაშინ ალენ ჟირესის გაწვრთნილი საქართველო გერმანია 2006-ის შესარჩევ ტურნირში 2:3 დამარცხდა, შარშან გამართულ მატჩამდე კი ტირანაში შემდგარი ორი ამხანაგური პაექრობა ფრედ დასრულდა.

ალბანელებთან თამაშის შემდეგ ჩვენს გუნდს ბრაზილია 2014-ის შესარჩევი ტურნირის მატჩი ელის: 22 მარტს საქართველოს საფრანგეთი უმასპინძლებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა