არგენტინა
მესი: არგენტინა თავის დონეზე დაბრუნდება

"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც მათ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ელით.

" ჩვენ, ჩვენს დონეზე დავბრუნდებით. გუნდში რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, რა დროსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ვენესუელასა და პერუს წინააღმდეგ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის გადამწყვეტი, ტურის ბოლო თამაში აღმოჩნდა, რისი საშუალებითაც ახლა საშუალება გვაქვს მსოფლიო ჩვემპიონატზე ვითამაშოთ. ახალ მწვრთნელთან ერთად მხოლოდ 4 საკვალიფიკაციო თამაში გვქონდა, რაც საკმარისი არ არის ადაპტაციისთვის. "

" არგენტინა ყველა უარყოფითის დატოვებას ამ წელში აპირებს. გადამწყვეტ მატჩამდე ჩვენს მიმართ ბევრი ნეგატიური კომენტარი იყო. ჩვენ გვეშინოდა, რომ მსოფლიოზე ვერ გავიდოდით. არც კი ვიცი თუ როგორი რეაქცია იქნებოდა, თუ ჩვენ ვერ გავიდოდით. ეს უბრალოდ დიდად სამწუხარო მომენტი იქნებოდა ქვეყნის ისტორიაში. " - განაცხადა ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ.

გარდა არგენტინის ნაკრებზე საუბრისა, ლიონელმა მეტოქეებზეც ისაუბრა, რა დროსაც მან ყველა მეტოქე რთულად მიიჩნია და ისინი სხვადასხვა ასპექტში აქო.











კომენტარის დამატება