Image

კარლოს ტევესი ბიოგრაფია

ფეხბურთელების მონაცემები 22-აპრ, 16:369 M_X_E_C_I 3496


















კარლოს ტევესი — არგენტინელი ფეხბურთელი, დაიბადა 1984წლის 5 თებერვალს.

კარლოს ტევესმა თავისი საფეხბურთო კარიერა ბოკა ხუნიორსში დაიწყო.რომლის შემადგენლობაში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაატარა.
ბოკას რიგებში მან დაჰყო 2004 წლამდე და 75 მატჩში 25 გოლი გაიტანა . კლუბთან ერთად ის გახდა არგენტინისჩემპიონი, კოპა ლიბერტადორესის, საკონტინენტთაშორისო თასისა და კოპა სუდამერიკისგამარჯვებული. მონაწილეობდა 2003 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

2004 წლის დეკემბერში ის გადავიდა ბრაზილიურ კორინთიასში. ტრანსფერმა, რომელმაც 20 მილიონი დოლარი შეადგინა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ტევესი გუნდის კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი გახდა. მან გუნდთან ერთად 2005 წლის ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო, ამავე წელს გახდა ბრაზილიის წლის მოთამაშე. 2004 წლის ოლიმპიადაზე, ათენშიარგენტინასთან ერთად მოიგო ოქროს მედალი.

2006 წლის 31 აგვისტოს ევროპაში შედგა ხმაურიანი ტრანსფერი რომლის შედეგად კარლოს ტევესი კორინთიასიდან ნისლიან ალბიონზე გადაბარგდა, კერძოდ კი,ვესტ ჰემში რომელიც იმ წელს პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. 26 მატჩში ტევესმა 7 გოლი გაიტანა. გადამწყვეტ თამაშში მანჩესტერ იუნაიტედთან ვესტ ჰემმა სწორედ ტევესის გოლით მოიგო და პრემიერ ლიგაში დარჩა. თამაშის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეცდებოდა კარლოს ტევესი თავის გუნდში ეხილა.

2007 წლის 10 აგვისტოს ტევესი ოფიციალურად ხდება მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშე. სადებიუტო სეზონში თავის კლუბს 19 გოლით დაეხმარა და მოიგო როგორც პრემიერ ლიგა ასევე ჩემპიონთა ლიგა. 2008/2009 წლების სეზონში არგენტინელი, გუნდში ახლად გადმოსული დიმიტრი ბერბატოვის შემცვლელი გახდა, რაც მას არ აკმაყოფილებდა. 2009 წლის ზაფხულში აწარმოებდა მოლაპარაკებას არენდის წესით სადმე გაშვებაზე, მაგრამ საბოლოოდ მან ყველაფერზე უარი თქვა და მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი. 2 კვირის შემდეგ, 14 ივლისს ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს და გადავიდა მანჩესტერ სითიში. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტრანსფერის შესახებ განაცხადა: „ეს შესანიშნავი სიახლეა — კარლოსი ეს არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელიც ჩვენს კლუბს დაეხმარება წინსვლაში". არგენტინელმა, ისევე როგორც მანჩესტერ იუნაიტედში, 32 ნომრიანი მაისური აირჩია.

2009/2010 წლების სეზონში ტევესმა სითის შემადგენლობაში 29 გოლი გაიტანა 38 თამაშში.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
M_X_E_C_I 22 აპრილი 2011 18:55
მე 11მევასება

რაულიტო,
7 რატო გიყვარს? რახან რონალდოა?
admin,
10რატო გიყვარს? მესი როა?

მე დროგბა მევასება smile 7
Sportnews 22 აპრილი 2011 17:45
ტევესი კარგი ფეხბურთელია , ნომერს რაც შეეხება მე 7 მიყვარს ყველაზე მეტად
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 22 აპრილი 2011 17:30
Milanista,
ისე მაგ ფეხბურთელზე რამხელა იმედებს ამყარებდენ ერთდოს მასაც ქონდა სტატუსი ახალი მარადონა მაგრამ ვერ გაამართლა, ნომერს რაც ეხება მე 10 მიყვარს :)
M_X_E_C_I 22 აპრილი 2011 17:23
32 ნომერი გევასება? :D
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (359)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა