Image

რონალდო / Роналдо /Ronaldo

ფეხბურთელების მონაცემები 13-ოქტ, 18:469 admin 2830


















რონალდო (1976) – ფეხბურთელი,დაიბადა 1976 წლის 22 სექტემბერს ბენტო-რიბეიროში (რიო-დეჟანეიროს გარეუბანი), ბრაზილია. ყველაზე მეტად ცნობილია როგორც წლის ფეხბურთელი ვერსიით ფიფა 1996-1997. დაბადებისას ბიოგრაფიაში ჩაიწერა სახელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა.

როგორც ბრწყინვალე, ძალიან მოძრავი და სწრაფი თავდამსხმელი, რონალდო გახდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი 1990 იან წლებში, ასევე უდიდეს ბრაზილიელ ფეხბურთელი პელეს დროიდან. 17 წლის ასაკში ის გახდა ბრაზილიის ნაკრების წევრი, რომელმაც 1994 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა სპორცმენი მაში არ მონაწილეობდა.იმავე წელს ის გახდა ჰოლანდიური კლუბის «პსვ ეინდჰოვენის» წევრი. 1996 წელს რონალდომ თამაში დაიწყო «ბარსელონას» შემადგენლობაში . შემდეგ წელს მან დატოვა გუნდი და გააფორმა კონტრაქტი იტალიურ კლუბთან «მილანის ინტერნაციონალე» და ამ კლუბში იყო 2002 წლამდე. შემდეგ კი ის გადავიდა «მადრიდის რეალში».

1996, 1997 წელს ის დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ ფიფას ეგიდით. ამასთანავე ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც ეს ტიტული მიიღო, ასევე ფეხბურთელი რომელმაც ეს ტიტული მიიღო ორჯერ ზედიზედ. 1998 წელს მან აჩვენა ბრწყინვალე თამაში 4 გოლის გატანით მსოფლიო ჩემპიონატზე . მაგრამ მოთამაშე გაკრიტიკდა ფინალის წაგებისთვის საფრანგეთთან 3-0. ავადმყოფობით დასუსტებულმა,რონალდომ მაინც მოახერხა 21 საუკუნეში ტრიუმფით დაბრუნება, როდესაც ის დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს გამხდარყო მსოფლიო ჩემპიონი 2002 წელს.

რონალდო გახდა «Golden Boot-ის» ჯილდოს მფლობელი როგორც ტურნირებზე ყველაზე მეტი გოლის ავტორი.. მაშინ მან გაიტანა 8 ბურთი,ასევე ორი გოლი გაიტანა ფინალში ბრაზილია-გერმანიის თამაშზე . მიუხედავად იმ ბრალდებებისა რომ რონალდო იმ წონის აღარ არის და აღარც ისეთი მოძრავი, სპორცმენმა გაიტანა სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს.ამ დროისთვის თავისი კარიერის მანძილზე რონალდომ 15 ჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, და ამ გზით დაამყარა ახალი რეკორდი. 2007 წლის იანვარში მან გააფორმა კონტრაქტი კლუბთან «მილანი» 18 თვეზე.

დამატებითი მონაცემები:
რონალდო ატარებს ფორმას № 9. ის არ უნდა აგერიოთ პორტუგალიელ ფეხბურთელ კრისტიანო რონალდოში. ასეთია ბრაზილიური ტრადიცია – დაარქვან ფეხბურთელებს ერთ სიტყვიანი სახელი. მას დაარქვეს რონალდო ვალენტე პერსონალის მიერ დაბადების თანავე. 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფეხბურთელის მაისურზე დააწერეს «რონალდინიო», იმისთვის რომ განესხვავებინათ იგი მზგავსი სახელის მქონე ეფეხბურთელებისგან. მაგრამ უკვე 2002 წემპიონატის შემდეგ მას დაარქვეს რონალდო. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო იტალიამ ბრაზილია კი გამოვარდა მეოთხედფინალიდან..

2004 წლის ივლისში რონალდო დაინტერესდა მოდელით დანიელა სიკარელით, მაგრამ მოგვიანებით წყვილი დაშორდა. მანამდე კი სპორცმენი იყო დაქორწინებული ფეხბურთელზე მილენ დომინგესზე (1999-2003). მათ ყავთ შვილი, რომელსაც ასევე დაარქვეს რონალდო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა