იტალიის ლეგენდა პაოლო მალდინი

იტალიის ლეგენდა პაოლო მალდინი

4-06-2011, 22:04

მისი საკლუბო კარიერა "მილანში" დაიწყო და "მილანშივე" დასრულდა. მე ვარ ჩემი გუნდის ერთგული მე რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო მე მაინც სულით და გულით "მილანისტი" ვიქნები - ამბობს იგი.

მან პირველად მოედანზე 16 წლის ასაკში შეაბიჯა, როდესაც "მილანი" უდინეზეს" ხვდებოდა, უეცრად დაშავდა სერჟიო ბატისტინი და მოედანზე შემოვიდა ვერცხლის წყალი პაოლო მალდინი. ის შეხვედრა 1-1 დასრულდა და მალდინი სულით და გულით მილანელი გახდა. იმ წელს მას მეტი თამაშის საშუალება არ ქონია, ხოლო მომავალ წელს 17 წლის ასაკში "პარმადან" გადმოსულმა არიგო საკიმ იგი ძირითადში დააყენა და მარცხენა ფლანგი ანდო.

მისი სანაკრებო კარიერა დაიწყო 21 წლამდელთა ნაკრებით, იგი მიიწვიეს ნაკრებში როდესაც გუნდს პაოლოს მამა ჩეზარე მალდინი წვრთნიდა, მან პირველივე თამაშში გოლი გაიტანა და თავი ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში პაოლო ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე გამოჩნდა. 1988 წლის 31 მარტს იტალიის ეროვნული ნაკრები იუბოსლავიის ნაკრებს ეწვია და ფრედ 1-1 დაასრულა.
ეს იყო პირველი იმ 126 მატჩიდან, რომელიც პაოლომ ქვეყნის პირველ გუნდში ჩაატარა. 19 წლის მალდინმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ აძელიო ვიჩინიმ ევროპის ჩემპიონატზე პაოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად წაიყვნა. მაშინ იტალია ნახევარ ფინალიდან გამოვარდა.

კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იტალიაში გაიმართა. როდესაც , ნახევარ ფინალში იტალია მარადონას არგენტინას შეხვდა და პენალტების სერიაში წააგო. ამ თამაშის შემდეგ პაოლომ ბრინჯაოს მედალი მიიღო და ეს თავის ქვეყანაში იტალიაში არ მოეწონათ.

დადგა 1994 წელი იგი ამერიკაში წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ დროისათვის იტალიის ნაკრებს არიგო საკი ხელმძღვანლობდა და ფინალამდე გააღწიეს . და აქაც თერთმეტმეტრიანებით დამარცხდა. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ბოლო პენალტი რობერტო ბაჯომ ააცილა და იტალიელებს გული აუცრუა მათ შორის პაოლო მალდინსაც. ეს მატჩი ბოლო იყო იტალიის კაპიტნისთვის ფრანკო ბარეზისთვის და კაპიტანი პაოლო მალდინი გახდა . მოვიდა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ამჯერად საფრანგეთში, მამა-შვილი კი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეზარე იტალიის მწვრთნელია, პაოლო მალდინი კი კაპიტანი იყო, რაც ძალიან იშვიათობაა.

სკუადრა აძურა კვლავ გამოეთიშა ჩემპიონატს ოღონდ ამჯერად 1/4 ფინალიდან საფრანგეთის წინააღმდეგ დამარცხდა.

მოვიდა ევროპის ჩემპიონატი, იტალია და საფრანგეთი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და საფრანგეთმა აქაც იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა, მალდინმა კი ვერცხლის მედალი აიღო.

წინასწარ ნათქვამი ჰქონდა, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო იქნებოდა მის კარიერაში, თუმცა ვერ იფიქრებდა, რომ ასეთი საშინელი აღმოჩნდებოდა უკანასკნელი მატჩი ეროვნულ ნაკრებში. იტალიელები მეოთხედფინალში მასპინძელ კორეას შეხვდნენ და მსაჯის უხეში შეცდომების გამო ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობნენ, გულშემატკივრებმა კი ხანგრძლივი კარიერის განმავლოვაში პირველად ნახეს ასეთი განრისხებული მალდინი.

"სასიამოვნოა, როცა ნაკრებში თამაშობ, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა - სამშობლოს წარადგენ, მის ღირსებას იცავ და მოდუნების უფლება არ გაქვს. ბევრი ასეთ ნდობას ვერ უძლებს. ნაკრებში მიწვევა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და მიხარია, რომ ხშირად მენდობოდნენ!" - ეს სიტყვები პაოლო მალდინიმ მაშინ განაცხადა, როდესაც ქვეყნის პირველ გუნდს საბოლოოდ გამოემშვიდობა. კაპიტანი ნაკრებიდან ისე წავიდა, მთავარი ჯილდოს მოგება ვერ შეძლო. თუმცა ოქროს მედლის გარდა ყველა მედალი მიიღო.

ბოლოს მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო "მილანთან" ერთად 2006-2007 წლებში, ხოლო 2009 წლის 31 მარტს მან ბოლო თამაში ჩაატარა "მილანის" მაისურით და ფეხბურთს გამოეთხოვა იგი იმ დროისათვის 40 წლის იყო.

# 57ავტორი: 13_FCB
ცჰემი უსაყვარლესი მცველი იყო არის და იქნება.) და ჩემი ფავორიტი სტატიაა ეს.) ჯიგარი ხარ ავტორ ძაან მაგარი სტატიაა ძმაა
# 33ავტორი: Yanda
როგორი სტატიაა ?
# 436ავტორი: FC Bayern München
ჩემი უსაყვარლესი იტალიელი ფეხბურთელია რობი ბაჯოსთან ერტად
# 2783ავტორი: Sportnews
საღოლ ავტორს კარგი სტატია , მალდინზე კიდევ რა უნდა ვთქვა , კაცი ლეგენდაა და ამით ყველაფერი ნათქვამია

--------------------

# 706ავტორი: FCB
ყოჩაღ ავტორ!!

არ ვიცოდი ასე თუ შეგეძლო წერა..
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით