Image

ზინედინ ზიდანი Зинедина Зидана / Zinedine Zidane

ფეხბურთელების მონაცემები 14-ოქტ, 20:539 admin 4931


















ზინედინ ზიდანი (1972) – ფეხბურთელი, დაიბადა 1972 წლის 23 ივნის ქალაქ მარსელში, საფრანგეთი. მეტადცნობილია როგორც მსოფლიოს 1998 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. სწრაფმა ნახევარმველმა მოიგო [b]«ოქროს ბურთი» როგორც ყველაზე ფასეულმა ფეხბურთელმა 1998, ასევე 2006 წლებში.[/b]

პირველი ოფიციალური თამაში ზინედინ ზიდანის კარიერაში იყო კლუბ «კანნ»-ის შემადგენლობაში.მის შემადგენლობაში სპორცმენი იყო 1988 დან 1992 წლებამდე. ზიდანი ძალიან მალე ანვითარებდა თავის შესაძლებლობებს. თავისი რეპუტაციის გამყარება მან შეძლო 1998 წელს მსოფლიო ჩეპიონატზე, როდესაც გაიტანა ორი გოლი ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ. ამ გზით საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1996 დან 2001 წლებში ზიდანი თამაშობდა უძლიერეს პროფესიონალურ კლუბში «ტურინის იუვენტუსი». შემდეგ კი ის გადავიდა კლუბში «მადრიდის რეალი» ანაზღაურებით 46 მილიონი ფუნტი – რომელიც იმ დროისთვის სარეკორდო თანხა იყო. 2003 წელს «მადრიდის რეალის» შემადგენლობაში თამაში დაიწყო ისეთმა ცნობილმა ფეხბურტელებმა როგორებიცაა დევიდ ბექჰემი,ლუიშ ფუგუ, რონალდო. ზიდანი დასახელებულ იქნა ფიფას ეგიდით საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ: 1998, 2000, 2003 წლებში. ის სპორტიდან წავიდა 2006 წელს საფრანგეთის შემადგენლობაში თამაშის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.

დამატებითი მონაცემები:
მისი მეტსახელი არის «ზიზუ». ფინალურ თამაში იტალიის წინააღმდეგ 2006 წელს ზიდანმა მიიღო წიტელი ბარათი იმის გამო რომ, მან თავი დაარტყა იტალიელ მარკო მატერაცის. შედეგად იტალიან მოიგო ეს თამაში პენლებიტ (ანგარიში იყო 1-1). იტალიამ მიიღო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

მითუმეტეს, ზიდანი დღემდე ითვლება იმ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ. მოგვიანებით მან ახსნა ,რომ მატერაცის დის და დედის შეურაწყოფის გამო დაარტყა. თამაშის დროს მატერაცი რამოდენიმეჯერ ჩამოეკიდა ზიდან მაისურზე. მან უპასუხა, თუ მაისური ასე ძალიან გინდა - თამაშის მერე მოდი და წაიღეო. ამის შემდეგ მატერაციმ შეურაწყოფა მიაყენა ზიდანის დას და დედას. ეს ინციდენტი ზინედინ ზიდანის ბიოგრაფიიდან საკმაოდ მკაცრი სანქციების საბაბი გახდა. ამ ინციდენტის გამოძიების შემდეგ ის დისკვალიფიცირებული იქნა სამი თამაშით, ამასტანავე დაეკისრა ჯარიმა. მატერაციმ მიიღო დისკვალიფიკაცია ორი თამაშით და ჯარიმა ზიდანზე ცოტათი ნაკლები. ზიდანმა თამაშს თავი პირდაპირ ჩემპიონატისმ ერე დაანება, ამის გამო მისი ჯარიმა შეცვალეს სამდღიანი იძულებითი სამუშაოებით.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა